"ტროპიკული ციკლონები ძლიერდება, გვალვები 1.7-ჯერ უფრო ხშირია" - რა წერია კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ საერთაშორისო ანგარიშში | Allnews.Ge

"ტროპიკული ციკლონები ძლიერდება, გვალვები 1.7-ჯერ უფრო ხშირია" - რა წერია კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ საერთაშორისო ანგარიშში

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გია, - ამის შე­სა­ხებ „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ სამ­თავ­რო­ბო­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

Reuters-ი წერს, რომ ან­გა­რი­შის მკაც­რი ტონი გან­სხვავ­დე­ბა კო­მი­სი­ის წინა დო­კუ­მენ­ტის­გან, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ინ­დუსტრი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გია.

5684-63863-1628523646.jpg

„ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში არ არ­სე­ბობს გა­ურ­კვე­ვე­ლი ენა, რად­გან არ არ­სე­ბობს გა­ურ­კვევ­ლო­ბა იმა­ში, რომ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბით და წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის წვის შე­დე­გად”, - გა­ნა­ცხა­და ან­გა­რი­შის თა­ნა­ავ­ტორ­მა, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტო­ლოგ­მა ფრე­დე­რი­კო ოტომ.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც იშ­ვი­ა­თად ან უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ით­ვლე­ბო­და, უფრო ხში­რი ხდე­ბა და ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა მა­ში­ნაც კი, თუ მსოფ­ლიო გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის 1.5C-მდე შე­ზღუდ­ვა მოხ­დე­ბა.

12-years-climate-change-dooms-us-63876-1628523692.jpg

„ძლი­ე­რი სით­ბუ­რი ტალ­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ 50 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბო­და, ახლა და­ახ­ლო­ე­ბით, ათ წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. ტრო­პი­კუ­ლი ციკ­ლო­ნე­ბი ძლი­ერ­დე­ბა. ძლი­ე­რი გვალ­ვე­ბი 1.7-ჯერ უფრო ხში­რია, ხან­ძრის სე­ზო­ნი კი, უფრო ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გაგ­რძელ­დე­ბა ზღვის დო­ნის ზრდა. და­ი­წყო გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­თა შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ზღვის დო­ნემ მიმ­დი­ნა­რე სა­უ­კუ­ნე­ში, შე­საძ­ლოა, 0.5 მეტრზე მეტი მო­ი­მა­ტოს. უკვე და­ი­წყო სა­ნა­პი­რო წყალ­დი­დო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და დიდი ალ­ბა­თო­ბით, გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც. მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ემი­სი­ე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პი­რო­ბებ­ში, 2100 წლის­თვის ზღვის დო­ნემ 2 მეტ­რით, 2150 წლის­თვის კი - 5 მეტ­რით მო­ი­მა­ტოს.

გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­შის შე­ფა­სე­ბით, „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ სამ­თავ­რო­ბო­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის“ ან­გა­რი­ში კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის „წი­თე­ლი კო­დია.“

„თუ ჩვენ ახლა გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ ძა­ლებს, შეგ­ვიძ­ლია ავი­ცი­ლოთ კლი­მა­ტის კა­ტას­ტრო­ფა. რო­გორც დღე­ვან­დე­ლი ან­გა­რი­ში ცხად­ყოფს, და­ყოვ­ნე­ბის დრო არ არის”, - აღ­ნიშ­ნა გუ­ტე­რეშ­მა.