უმძიმესი ფოტოები საბერძნეთიდან, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან | Allnews.Ge

უმძიმესი ფოტოები საბერძნეთიდან, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

სა­ბერ­ძნეთ­ში ტყის ხან­ძრებს ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 38 წლის მე­ხან­ძრე ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში და­ი­ღუ­პა. მე­ო­რე მსხვერ­პლი კი ათე­ნის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი, კონ­სტან­ტი­ნო მი­ხა­ლო­სია.

xandzar-34099-1628329483.jpg

ამას­თან, ხან­ძრის შე­დე­გად და­შავ­და 20 ადა­მი­ა­ნი.

სა­ბერ­ძნეთ­ში მე­ხან­ძრე­ე­ბი 154 ტყის ხან­ძარს ებ­რძვი­ან. ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბაა ათე­ნის ჩრდი­ლო­ე­თით. ხან­ძა­რი ასე­ვე მძვინ­ვა­რებს ახ­ლომ­დე­ბა­რე კუნ­ძულ ევი­ა­ზე და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სამ­შობ­ლო ძველ ოლიმ­პი­ას­თან ახ­ლოს. გა­ნად­გურ­და სახ­ლე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ბიზ­ნეს ობი­ექ­ტე­ბი.

119820270-gettyimages-1234514689-34106-1628329520.jpg

ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს 60-მდე სოფ­ლი­სა და და­სახ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. კუნ­ძულ ევი­ა­დან ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი ბორ­ნე­ბი­სა და სა­თევ­ზაო ნა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს.

ხან­ძრის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ასო­ბით მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და 20-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვი ცდი­ლობს. მე­ხან­ძრე­ე­ბი და თვითმფრი­ნა­ვე­ბი იგ­ზავ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის საფ­რან­გე­თი­დან და აშშ -დან.

saberdznetixandzari-34640-1628329571.jpg

ქვე­ყა­ნა­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 40 გრა­დუს ცელ­სი­უსს აჭარ­ბებ­და, მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს ძლი­ე­რი ქა­რიც. სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრ კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კი­სის თქმით, ხან­ძა­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის რე­ა­ლო­ბას აჩ­ვე­ნებს. „რამ­დე­ნი­მე­დღი­ან­მა სი­ცხემ მთე­ლი ქვე­ყა­ნა დენ­თის კას­რად აქ­ცია,“- აღ­ნიშ­ნა კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­მა.

ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მეს ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი. ნო­მი­კი წერს, რომ ამ­ჟა­მად სა­ბერ­ძნე­თის გარ­შე­მო 100-ზე მეტი ძლი­ე­რი ხან­ძა­რია.

232643302-4984462461569401-243283721090619783-n-1-34636-1628329598.jpg

"უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქე­ბი ნად­გურ­დე­ბა, ფერ­მე­ბი და­იწ­ვა. 2018 წლის ტრა­გე­დი­ის მსგავ­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ თავს წყალ­ში გა­დახ­ტო­მით უშ­ვე­ლონ, მაგ­რამ ჰა­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბუ­ლია და ცხოვ­რე­ბა სო­ცო­ცხლის­თვის არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო. მათი სი­ცო­ცხლე საფრ­თხის წი­ნა­შეა. ათენ­ში, სა­დაც ჩრდი­ლო­ე­თის­კენ ხან­ძა­რია, შინ დარ­ჩე­ნას გვთხო­ვენ, აქ ჰა­ე­რის ხა­რის­ხი სა­ში­ნე­ლია და ირ­გვლივ ფერ­ფლი ცვი­ვა" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.