"მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება, თუმცა არა ყველასთვის..." - როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში და რა იგეგმება "ბუსტერ" დოზებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

"მესამე დოზა, ალბათ, აუცილებელი იქნება, თუმცა არა ყველასთვის..." - როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში და რა იგეგმება "ბუსტერ" დოზებთან დაკავშირებით

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ამე­რი­კე­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი, ე.წ. „ბუს­ტერ დო­ზით“ აცრა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ალერ­გი­ის და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ გა­ნა­ცხა­და.

”ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ბუს­ტერ დო­ზე­ბი მი­ი­ღონ და ახლა ამა­ზე ვმუ­შა­ობთ,” - აღ­ნიშ­ნა ფა­უ­ჩიმ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია აშშ-ში „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის გამო გაზ­რდი­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი წინა კვი­რას­თან შე­და­რე­ბით 43%-ით გა­ი­ზარ­და. ოთხშა­ბათს კი 100 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვის ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი, ე.წ. „ბუს­ტერ“ დო­ზით აც­რას გეგ­მა­ვენ ასე­ვე საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ სექ­ტემ­ბრი­დან ხან­დაზ­მუ­ლებ­სა და მო­წყვლად მო­სახ­ლე­ო­ბას კო­ვიდ -19-ის ვაქ­ცი­ნის მე­სა­მე დოზა შეს­თა­ვა­ზონ.

„მე­სა­მე დოზა, ალ­ბათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა არა პირ­და­პირ ყვე­ლას­თვის, არა­მედ ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თვის „ბუს­ტერ დო­ზის“ შე­თა­ვა­ზე­ბას სექ­ტემ­ბრი­დან გერ­მა­ნი­აც გეგ­მავს. ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი აიც­რე­ბი­ან.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დებს, მე­სა­მე დო­ზით მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მი­ნი­მუმ სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ცხად­დეს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზას ელო­დე­ბა, როცა მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი მე­სა­მე ე.წ. „ბუს­ტერ“ დო­ზით აც­რას იწყე­ბენ.

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 4.27 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა. შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცემს მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე Bloomberg-ის პლატ­ფორ­მა ავ­რცე­ლებს.

ვაქ­ცი­ნა­ცია სულ 180 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და დღე­ში 42 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის 27%-ის ორი­ვე დო­ზით აც­რის­თვი­საა საკ­მა­რი­სი.

ყვე­ლა­ზე მეტი 1.7 მი­ლი­არ­დი დოზა ჩი­ნეთ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს. მას ინ­დო­ე­თი მოჰ­ყვე­ბა 488 მი­ლი­ო­ნი დო­ზით. ევ­რო­კავ­შირ­ში ვაქ­ცი­ნე­ბის 479 მი­ლი­ო­ნი დოზა გა­მო­ი­ყე­ნეს, აშშ-ში კი - 348 მი­ლი­ო­ნი. Bloomberg-ის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში ორი­ვე დო­ზით მო­სახ­ლე­ო­ბის 50%-ზე მეტი და­ახ­ლო­ე­ბით 40 ქვე­ყა­ნა­ში აიც­რა. ევ­რო­კავ­შირ­ში სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 50%, აშშ-ში 49%, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი 58%.

შე­გახ­სე­ნებთ, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 201 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს პლატ­ფორ­მა worldometers-ი აქ­ვეყ­ნებს.

ამა­ვე სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, კო­ვიდ 19-ს დღემ­დე მსოფ­ლი­ო­ში 4.2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ვირუ­სის­გან კი 181 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად ინ­ფი­ცი­რე­ბის 15.7 მი­ლი­ო­ნი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი - 36.1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა აშშ-ია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე ად­გილს ინ­დო­ე­თი იკა­ვებს 31.8 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვით, მათ ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი და საფ­რან­გე­თი მოჰ­ყვე­ბი­ან.