106 წლის მოცეკვავე, რომელსაც წლების მატება ვერაფერს აკლებს და აქტიური კარიერა აქვს | Allnews.Ge

106 წლის მოცეკვავე, რომელსაც წლების მატება ვერაფერს აკლებს და აქტიური კარიერა აქვს

ჩვენ გარ­შე­მო არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლე­ვენ, მათი ცხოვ­რე­ბა შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა აღა­რაა ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი, რო­გო­რიც ახალ­გაზ­რდო­ბი­სას, მაგ­რამ ასე არ არის და რე­ა­ლუ­რად, მთა­ვა­რია ის, თუ რო­გორ უყუ­რებთ თა­ვად ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას. სწო­რედ ამას გვას­წავ­ლის 106 წლის ქალი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ეი­ლინ კრა­მე­რი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დი მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია და რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზეც აქ­ტი­უ­რი რიტ­მი აქვს.

krameri4-52041-1627977030.webp

ეი­ლინ კრა­მე­რი ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ახლა იმა­ზე უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლია, ვიდ­რე ოდეს­მე. ის ყო­ველ დღე აქ­ვეყ­ნებს წე­რი­ლებს, ხა­ტავს, დგამს ცეკ­ვებს, ცეკ­ვავს თა­ვად, მო­ნა­წი­ლე­ობს ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში და გარ­და ამი­სა, ავ­სტრა­ლი­ის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სამ­ხატ­ვრო კონ­კურ­სში­ცაა ჩარ­თუ­ლი.

კრა­მე­რი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს მიღ­მა ცხოვ­რობ­და, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს, სიდ­ნე­ის კი 99 წლის ასაკ­ში და­უბ­რუნ­და.

mocekvave-51469-1627977070.jpg

კრა­მე­რი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, 106 წლის იუ­ბი­ლე­ზე

106 წლის ქა­ლის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბით, ელე­გან­ტუ­რო­ბით და ამავდრო­უ­ლად, რო­გორც მისი ცეკ­ვის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბო­ბენ, ქა­ლის მოძ­რა­ო­ბებ­ში დრა­მა­ტუ­ლო­ბაც იგ­რძნო­ბა.

"ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ცეკ­ვის ფეს­ტი­ვა­ლებ­ში, გა­და­მი­ღეს ფილ­მებ­ში, ვას­წავ­ლი­დი ცეკ­ვას, ვარ სამი წიგ­ნის ავ­ტო­რი“, - ამ­ბობს მო­ცეკ­ვა­ვე.

ყვე­ლა­ზე ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან იმას, თუ რო­გორ ახერ­ხებს იყოს ასე­თი ენერ­გი­უ­ლი ასეთ ასაკ­ში და რა არის მისი ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო. კრა­მე­რი კი ამ­ბობს, რომ სა­ი­დუმ­ლო იმ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მელ­საც აკე­თებს და ეს არის ცეკ­ვა. ამას­თან, მისი თქმით, თა­ვი­სი ლექ­სი­კო­ნი­დან ამო­ი­ღო ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა "ასა­კი" და "მო­ხუ­ცი".

"ვამ­ბობ, რომ არ ვარ მო­ხუ­ცი, მე უბ­რა­ლოდ უკვე დიდი ხა­ნია ვცო­ცხლობ და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სამ­ყა­რო­სად­მი ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ბავ­შვო­ბა­ში იყო", - ამ­ბობს კრა­მე­რი.