"კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა 2019 წლის 12 სექტემბრამდე - დროა, გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი" - რა წერია ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშში | Allnews.Ge

"კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა 2019 წლის 12 სექტემბრამდე - დროა, გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი" - რა წერია ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშში

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ კო­ვიდ 19-ის გა­მომ­წვევ­მა ვირუს­მა ჩი­ნე­თის კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ჟო­ნა, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ კონ­გრეს­მე­ნე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს "უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“, რომ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­ზე.

"ახლა გვჯე­რა, რომ დროა, სრუ­ლად გა­მოვ­რი­ცხოთ ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზა­რი, რო­გორც წყა­რო. ასე­ვე მიგ­ვაჩ­ნია, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა სი­ჭარ­ბე ადას­ტუ­რებს, რომ ვირუს­მა უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან გა­ჟო­ნა და რომ ეს მოხ­და 2019 წლის 12 სექ­ტემ­ბრამ­დე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის "რეს­პუბ­ლი­კელ­მა“ წევ­რმა მა­იკლ მა­კკო­ლიმ წა­რად­გი­ნა.

ან­გა­რი­შის ავ­ტო­რი კონ­გრეს­მე­ნე­ბი კო­ვიდ 19-ის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ ორ­პარ­ტი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, ჩი­ნე­თი უარ­ყოფს ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბას გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ. პე­კი­ნი ასევ უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს ვირუ­სის გა­ჟონ­ვის ფაქ­ტის და­მალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

myquiz