გრანდიოზული ქორწილი იტალიაში- ვინ არის პრინცესა დაიანას ძმისშვილის მილიარდერი ქმარი | Allnews.Ge

გრანდიოზული ქორწილი იტალიაში- ვინ არის პრინცესა დაიანას ძმისშვილის მილიარდერი ქმარი

პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ძმის­შვი­ლის, ლედი კიტი სპენ­სე­რის ქორ­წი­ლი შო­უ­ბიზ­ნეს­ში გა­სუ­ლი კვი­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნაა. კიტი ბიზ­ნეს მაგ­ნატ­ზე, მა­იკლ ლუ­ის­ზე და­ქორ­წინ­და. წყვი­ლის ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი იტა­ლი­ა­ში შედ­გა.

კი­ტი­სა და მის ქმარს შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა. ლედი დის ძმის­შვი­ლი 30 წლი­საა, ხოლო მა­იკ­ლი 62-ის.

kiti2-38007-1627889207.jpg

წყვილს შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სამი წლის წინ და­ი­წყო. ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში კიტი და მა­იკ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ პა­პა­რა­ცებს გაქ­ცე­ოდ­ნენ და მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, თუმ­ცა 2019 წელს მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის ერ­თად აღ­ბეჭდ­ვა, რო­დე­საც მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ში შე­ნიშ­ნეს.

kitispenser3-38263-1627889235.jpg

მა­ლე­ვე წყვი­ლი ერ­თად სენ ტრო­პე­ში დას­ვე­ნე­ბის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს და ამით უკვე და­დას­ტურ­და, რომ მათ შო­რის რო­მა­ნი იყო. მით უფრო, რომ კი­ტიმ და მა­იკლმა ერ­თმა­ნეთს პა­პა­რა­ცე­ბის წინ აკო­ცეს.

ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ას მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქორ­წილ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და კი­ტის მამა, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ძმა, ჩარლზ სპენ­სე­რი. ქორ­წილს არც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი - პრინ­ცი ჰარი და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი დას­წრე­ბი­ან.

kiti5-37955-1627889273.jpg

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქორ­წი­ლი მა­ინც პომ­პე­ზუ­რი იყო. ლედი კი­ტის ხუთი სხვა­დას­ხვა სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა. რო­მელ­ზეც "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" მო­დის სახ­ლმა იზ­რუ­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კიტი ამ მო­დის სახ­ლის სა­ხეა.

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ქერა გო­გო­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას. ბრი­ტა­ნე­ლებს და­ი­ა­ნას­თან მსგავ­სე­ბის გამო კიტი ძა­ლი­ან უყ­ვართ.

გო­გო­ნას ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­დე­ლო­ბაა, ის ხში­რად ჩნდე­ბა სხვა­დას­ხვა მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე. კი­ტის გარ­და და­ი­ა­ნას ძმას კი­დევ 5 შვი­ლი ჰყავს. კიტი კი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია.

kiti6-37983-1627889306.jpg

სა­ნამ მო­დე­ლი გახ­დე­ბო­და, გო­გო­ნა კეიპ ტა­უნ­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც ფსი­ქო­ლო­გია, პო­ლი­ტი­კა და ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­ის­წავ­ლა. ის და­კა­ვე­ბუ­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით და ცდი­ლობს უსახ­ლკა­რო­ებს და­ეხ­მა­როს. ამ საქ­მე­ში მისი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი პრინ­ცი უი­ლი­ა­მია.

myquiz