ხანძრის გამო, ტურისტული ზონებიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა- რა ხდება თურქეთში, სადაც სტიქიურ უბედურებას რამდენიმე დღეა ებრძვიან? | Allnews.Ge

ხანძრის გამო, ტურისტული ზონებიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა- რა ხდება თურქეთში, სადაც სტიქიურ უბედურებას რამდენიმე დღეა ებრძვიან?

ძლიერი ხანძრის გამო, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონებიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. BBC-ის ინფრომაციით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხანძარმა საფრთხე სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს შეუქმნა.

ოფიციალური ინფრომაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა 10 სხვადასხვა ადგილას შეძლეს.

telemmglpict000266058652-trans-nvbqzqnjv4bqezw5of8vsbey80ir11mphkgr7pvuj79ulnshs-a1ysi-1627802633.webp

შაბათს სტიქიის ზონა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა მოინახულა. ის ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, თურქეთის ხელისუფლება ზარალის ასანაზღაურებლად ყველაფერს გააკეთებს. ერდოღანის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში თურქეთს აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები დაეხმარებიან.

თურქეთში მასშტაბურ ხანძრებს ოთხშაბათიდან ებრძვიან. სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.