"ბავშვებს მხოლოდ მაშინ ვბანთ, როცა ჭუჭყიანები არიან... არც ჩვენ ვბანაობთ ყოველდღე" - მილა კუნისისა და ეშტონ კატჩერის მოულოდნელი აღიარება | Allnews.Ge

"ბავშვებს მხოლოდ მაშინ ვბანთ, როცა ჭუჭყიანები არიან... არც ჩვენ ვბანაობთ ყოველდღე" - მილა კუნისისა და ეშტონ კატჩერის მოულოდნელი აღიარება

ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ცნობილმა წყვილმა ბანაობის შესახებ ისაუბრა და მათმა ნაამბობმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი დექს შეპარდთან იყვნენ გადაცემაში. ის საუბრობდა გელებისა და შამპუნების აგრესიულ შემადგენლობაზე, რაც კანზე ახდენს ზემოქმედებას. მსახიობები დაეთანხმნენ და აღიარეს, რომ ყოველდღიურად მხოლოდ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს" იბანენ. "ბავშვობაში არ გვქონდა ცხელი წყალი, ამიტომ არც ისე ხშირად ვიღებდი შხაპს", - აღნიშნა მილამ.

ასევე აღიარეს, რომ იშვიათად ბანენ შვილებს - 4 წლის დიმიტრის და 6 წლის უაიტ იზაბელს. "თუ ჭუჭყიანები არიან, ვბანთ. სხვა შემთხვევაში ამას არავითარი აზრი არ აქვს", - თქვა ეშტონმა.

ეშტონმა და მილამ 2015 წელს იქორწინეს. ეშტონისთვის ეს მეორე ქორწინებაა - მანამდე დემი მურზე იყო დაქორწინებული.