"პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს" - ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება | Allnews.Ge

"პატარა მეფე" კადიროვი თავს უფლებას აძლევს, ვიღაც ბლოგერს ბიუჯეტიდან ძვირიანი საჩუქარი გაუკეთოს" - ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი ქმედება

"ამ პან­დე­მი­ი­სა და მუდ­მი­ვი სან­ქცი­ე­ბის დროს, რო­დე­საც იხ­ტი­ბარს არ ვი­ტეხთ, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი სულ უფრო მწვავ­დე­ბა, "მეფე პუ­ტი­ნის" თა­ნა­შემ­წე "პა­ტა­რა მეფე" კა­დი­რო­ვი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ვი­ღაც ბლო­გერს ბი­უ­ჯე­ტი­დან ძვი­რი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თოს... ეს რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყოს, მი­ზეზ­თა გამო შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი გვეთ­ქვა, მაგ­რამ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ბი­უ­ჯეტს ისე ექ­ცე­ვა, რო­გორც სა­კუ­თარ ქი­სას. ჩვენ კი ვდუმ­ვართ, რად­გან თურ­მე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას გვი­ნარ­ჩუ­ნებს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­დი­რო­ვის მო­რიგ ქმე­დე­ბას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რულ ბლო­გერს, და­ღეს­ტნელ ხას­ბიკს, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა აჩუ­ქა.

"კა­დი­რო­ვი ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას მისი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად აკე­თებს" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის მი­მართ მწვა­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი და თა­ვის მხრივ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს მას­ზე ღია ნა­დი­რო­ბა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

untitled-30388-1627726804.jpg

უფრო ადრე, კა­დი­როვ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აჩუ­ქა სპორ­ტსმენ მა­გო­მედ რა­სულ ხას­ბუ­ლა­ევს, მა­გო­მედ ბი­ბუ­ლა­ტოვ­სა და არ­ტურს ბე­ტერ­ბი­ევს. ყვე­ლა მათ­გა­ნი მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი ღირ­და.

"ვი­დე­ო­ში, სა­დაც რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ღეს­ტნელ ბლო­გერს, ხას­ბუ­ლა მა­გო­მე­დოვს, იგი­ცე ხას­ბიკს ხვდე­ბა, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მას ეკი­თხე­ბა - რო­გორ მო­ე­წო­ნა რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქი, რა­ზეც ის პა­სუ­ხობს - "გროზ­ნო ბომ­ბაა". ისი­ნი სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში არი­ან და კა­დი­რო­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია" - წერს გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu.

lenta.ru-ს მკი­თხვე­ლე­ბი კა­დი­რო­ვის გუ­ლუხ­ვო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ნი­უ­სის ქვეშ კო­მენ­ტა­რებ­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რე­ბენ.

crop-921-518-30444-1627726838.jpg

"იცო­დე, რუსო, ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" და­ღეს­ტნელ ბლო­გერს, სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან აჩუ­ქე" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი იგორ ნი­გარ­ბი.

"რა­ტომ და რო­დემ­დე უნდა ანი­ა­ვებ­დეს ჩვენს ბი­უ­ჯეტს კა­დი­რო­ვი, ესეც პუ­ტი­ნი­ვით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვე­ყო­ლე­ბა წყევ­ლა­სა­ვით? ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად აქვს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, ვინც მოს­წონს, რა­მეს ჩუქ­ნის, მა­გა­ლი­თად, ხან­ჯალს, ნა­ბადს, ია­რაღს; ვინც ძა­ლი­ან მოს­წონს - რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ან მან­ქა­ნას, ხოლო ვინც არ მოს­წონს, მარ­ტი­ვია - კლავს! თუ გა­უ­მარ­თლათ, ბო­დი­შებს იხ­დი­ან საქ­ვეყ­ნოდ. მოგ­ვწონ­დეს პუ­ტი­ნის კა­დი­რო­ვი, გა­ვუფრ­თხილ­დეთ სი­ცო­ცხლეს!" - წე­რენ სხვე­ბი.

განაგრძეთ კითხვა