ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები | Allnews.Ge

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რუს­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მო­ოქ­რო­ვი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო, სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც კო­რუმ­პი­რე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეკუთ­ვნო­დათ. რო­გორც BBC-ი წერს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია მდიდ­რუ­ლი, უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლის ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი.

sasaxle2-56457-1626928940.jpg

სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფს ეკუთ­ვნო­და

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სახ­ლე ერთ-ერ­თია იმ ად­გი­ლე­ბი­დან, სა­დაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და.

საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სტავ­რო­პო­ლის საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სეი სა­ფო­ნო­ვი და კი­დევ ექ­ვსი პირი.

sasaxle1-56494-1626928972.jpg

მო­ოქ­რო­ვი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის­თვის ყალ­ბი ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ, დიდი ოდე­ნო­ბით ქრთამს იღებ­დნენ. ამ ნე­ბარ­თვე­ბით მძღო­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ო­დათ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტვირ­თი პო­ლი­ცი­ის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

sasaxle3-56527-1626929003.jpg

მო­ოქ­რო­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო

წარ­დგე­ნილ ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად ბრალ­დე­ბულ­თა პო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და 80-მდე ად­გი­ლას, მათ შო­რის, სტავ­რო­პო­ლის საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის ოფი­სებ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია ფული და ასე­ვე ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა რამ­დე­ნი­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ქრთა­მის სა­ხით 19 მი­ლი­ო­ნი რუ­სუ­ლი რუბ­ლი მი­ი­ღეს.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ალექ­სეი სა­ფო­ნოვს 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არის ასე­ვე მისი წი­ნა­მორ­ბე­დი ალექ­სან­დრ არ­ჟა­ნუ­ხი­ნი. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, 35 პო­ლი­ცი­ე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყო­ფენ.

myquiz