"გერმანულ ენას ძნელად შეუძლია მოძებნოს სიტყვები მომხდარი განადგურების აღსაწერად“- ანგელა მერკელი სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიას ეწვია | Allnews.Ge

"გერმანულ ენას ძნელად შეუძლია მოძებნოს სიტყვები მომხდარი განადგურების აღსაწერად“- ანგელა მერკელი სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიას ეწვია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ წყალდიდობა, რომელმაც ევროპის ზოგიერთ ნაწილს გამანადგურებელი შედეგები მოუტანა, „საშინელებაა“.

„საშინელებაა, გერმანულ ენას ძნელად შეუძლია მოძებნოს სიტყვები მომხდარი განადგურების ასაღწერად“- აღნიშნა კანცლერმა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიას ეწვია.

მან პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობა და რეგიონები განადგურებულ რაიონებში წესრიგის აღსადგენად ერთად იმოქმედებენ. მერკელის თქმით, გააორმაგებს ყურადღებას კლიმატის ცვლილების შეჩერებაზე.

58299761-401-1626669034.jpg

ამასთან ცნობილი გახდა, რომ მინიმუმ 300 მილიონი ევროს მოცულობის საგანგებო პაკეტი მთავრობას ორ დღეში წარედგინება, რომელიც დანგრეული სახლების, ქუჩებისა და ხიდების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, ევროპას ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. ყველაზე მეტად გერმანია და ბელგია დაზარალდნენ. გერმანიაში სულ მცირე 159, ბელგიაში კი - 31 ადამიანი გარდაიცვალა.

myquiz