ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი სპორტსმენები- რა ხდება ტოკიოში ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე | Allnews.Ge

ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი სპორტსმენები- რა ხდება ტოკიოში ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რამდენიმე მონაწილეს, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. BBC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული სპორტსმენები ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან და ერთსა და იმავე სპორტულ კატეგორიაში ასპარეზობენ.

სპორტსმენების დაინფიცირების შემდგე სხვა გუნდები დროებით იზოლაციაში იმყოფებიან. საერთო ჯამში მას შემდეგ რაც სპორტსმენები, მედიის წარმომადგენლები და სხვა პერსონალი ტოკიოში ჩავიდა მათ შორის კორონავირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

featured-12-1626593370.jpg

ტოკიოს ოლიმპიური სოფელი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დამთავრდება. თამაშები გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

myquiz