როგორ გადაარჩინა იტალიელმა მძღოლმა 25 მოსწავლე - "მას მოზარდები საზაფხულო ბანაკში მიჰყავდა, რა დროსაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა“ | Allnews.Ge

როგორ გადაარჩინა იტალიელმა მძღოლმა 25 მოსწავლე - "მას მოზარდები საზაფხულო ბანაკში მიჰყავდა, რა დროსაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა“

ავ­ტო­ბუ­სის იტა­ლი­ე­ლი მძღო­ლი ნამ­დვილ გმი­რად იქცა მას შემ­დეგ, რაც 25 მოს­წავ­ლე გა­და­არ­ჩი­ნა. მძღოლს ავ­ტო­ბუ­სით 14-დან 16 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბი სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში მიჰ­ყავ­და, რო­დე­საც მი­ლა­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ტრან­სპორ­ტს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

მე­ხან­ძრე­ე­ბი ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­ვიდ­ნენ და ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს. სა­ჭი­რო გახ­და 7 ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა, რად­გა­ნაც მათ ჯან­მრთე­ლო­ბას დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბამ მი­ა­ყე­ნა ზი­ა­ნი.

italia3-40412-1626250533.jpg

მძღო­ლი არ და­იბ­ნა და რო­დე­საც მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, ბავ­შვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გა­იყ­ვა­ნა, სა­ნამ მთლი­ან ავ­ტო­ბუსს ცე­ცხლი მო­ე­დე­ბო­და.

ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ატი­ლიო ფონ­ტა­ნამ მძღო­ლი შე­ა­ქო გა­მო­ჩე­ნი­ლი სის­წრა­ფის­თვის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბის­თვის.

მძღოლ­მა მო­ზარ­დებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაც აღ­მო­უ­ჩი­ნა. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუ რის გამო გაჩ­ნდა ცე­ცხლი. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­კი­თხის შე­სას­წავ­ლად მუ­შა­ო­ბენ.a

myquiz