აუცრელი ექიმები ანაზღაურებას ვერ მიიღებენ - საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება | Allnews.Ge

აუცრელი ექიმები ანაზღაურებას ვერ მიიღებენ - საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 15 სექტემბრამდე ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მოთხოვნა ვრცელდება ექიმებზე, ექთნებზე, საოფისე პერსონალსა და მოხალისეებზე. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი თვიდან საჭირო იქნება სამედიცინო ბარათების ჩვენება მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად.

დოკუმენტში აღნიშნულია მფლობელს ვაქცინაცია აქვს ჩატარებული თუ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება ყველას, ვისაც კონტაქტი აქვს მოწყვლად ჯგუფებთან და, შესაბამისად, ვრცელდება ყველაზე, ვინც მუშაობს საავადმყოფოებში, კლინიკებსა და მოხუცთა თავშესაფრებში.

საფრანგეთის მთავრობის შეფასებით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, მოსახლეობის 95%-ის ვაქცინაცია იყოს საჭირო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის დაახლოების 40%-ს აქვს გაკეთებული.

myquiz