"მაშინ როდესაც საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია კანონით დასჯადია, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია" - უცხოური მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება | Allnews.Ge

"მაშინ როდესაც საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია კანონით დასჯადია, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია" - უცხოური მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

უცხოური მედია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.„ქართველი ოპერატორი, 37 წლის ალექსანდრე ლაშქარავა ანტი- LGBTQ, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების თავდასხმას ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობამ პასიურობა გამოიჩინა, რა დროსაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა“, - წერს გამოცემა The Guardians.

გამოცემა წერს, რომ LGBTQ თემის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს პრაიდის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და ჟურნალისტების ნაწილმა სხეულის სხვდასხვა დაზიანება მიიღო.

„მაშინ, როდესაც საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია კანონით დასჯადია, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის შორისაა, კვლავ ძალიან კონსერვატიულია. პრაიდის მოწინააღმდეგეების თავდასხმის დროს დაშავებული ქართველი ოპერატორი დაიღუპა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს“, - წერს BBC.

გამოცემის მიხედვით LGBT თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და ოფისები დაარბიეს.

„ქართველები ნაცემი ჟურნალისტის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციას მართავენ. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ათასობით ქართველი დედაქალაქში ქუჩაში გამოვიდა“, - წერს Euronews.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, LGBT+ თემის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს შეაჩერეს პრაიდის მსვლელობა მას შემდეგ, რაც ამ მოვლენის წინააღმდეგი მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ და გატეხეს მათი ოფისი თბილისში და მიზანში ამოიღეს აქტივისტები და ჟურნალისტები. ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი იყო, დედამისმა გარდაცვლილი იპოვა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის", - წერს Reuters.