იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა - დრამატული მატჩის დეტალები | Allnews.Ge

იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა - დრამატული მატჩის დეტალები

"ევრო 2020“-ის ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს იტა­ლია და ინ­გლი­სი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. თა­მაშ­ში, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში, უემბლის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თა, გა­მარ­ჯვე­ბა იტა­ლი­ამ მო­ი­პო­ვა.

პირ­ვე­ლი გოლი მატ­ჩის სა­წყის წუ­თებ­ზე­ვე გა­ვი­და, მე­სა­მე წუთ­ზე ან­გა­რი­ში ლუკ შოუმ გახ­სნა და ინ­გლი­სი და­ა­წი­ნა­უ­რა. მე­ო­რე ტა­იმ­ში იტა­ლი­ე­ლებ­მა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა შეძ­ლეს. ინ­გლი­სე­ლე­ბის გოლს 67-ე წუთ­ზე ლე­ო­ნარ­დო ბო­ნუ­ჩიმ უპა­სუ­ხა და ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

italy-1626063998.jpg

შეხ­ვედ­რის ძი­რი­თად დრო­ში ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად და­მა­ტე­ბი­თი დრო და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა გო­ლის გა­ტა­ნა ვერც ერ­თმა გუნ­დმა ვერ მო­ა­ხერ­ხა და სა­ბო­ლო­ოდ, მატ­ჩის ბედი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა იტა­ლი­ამ მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში იტა­ლი­ამ ეს­პა­ნე­თი ასე­ვე პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ამ ამ გა­მარ­ჯვე­ბით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა, პირ­ვე­ლად ჩემ­პი­ო­ნი 1968 წელს გახ­და.

myquiz