წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი - როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს? | Allnews.Ge

წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი - როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?

9 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რი ეწ­ვია. მან ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნა წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი დახ­ვდა.

10 ივ­ლისს, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს დიდ­მო­წა­მე დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მიბ­რძა­ნე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის გა­და­ცე­მის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

"სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დო­ე­თი არ გა­ნი­ხი­ლავს მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის, მათ შო­რის სიწ­მინ­დის, სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­და­ცე­მას, რად­გა­ნაც ის წარ­მო­ად­გენს ინ­დო­ე­თის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წილს.

jaisankari2-38114-1625909363.jpg

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ინ­დო­ე­თის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კე­თილ­მე­გობ­რუ­ლი ურ­თერ­თო­ბე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლის კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ინ­დო­ეთ­ში ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და ინ­დო­ე­თის მხა­რეს­თან, კერ­ძოდ ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­თან, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, ინ­დო­ე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან და სხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან წმინ­და ნა­წი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მუდ­მივ მფლო­ბე­ლო­ბა­ში გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კე­თილ­გან­წყო­ბის, ურ­თი­ერთ მხარ­და­ჭე­რი­სა და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის წმინ­და ნა­წი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის უსას­ყიდ­ლო და მუდ­მივ მფლო­ბე­ლო­ბა­ში გად­მო­ცე­მის შე­სა­ხებ.

ასე­ვე, ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს თბი­ლის­ში ინ­დო­ე­თის ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რის, უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის, მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც გან­დის 150 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა. ძეგლის ავ­ტო­რი გახ­ლავთ ინ­დო­ე­ლი მო­ქან­და­კე გა­უ­ტამ პალი, ძეგლი ქარ­თულ მხა­რეს ინ­დურ­მა მხა­რემ სა­ჩუქ­რად გად­მოს­ცა“, - გა­ნა­ცახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

ინ­დო­ე­თის მა­ს­მე­დი­ა­ში საკ­მა­ოდ ფარ­თო ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დოქ­ტორ სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 9-10 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც გა­ზე­თი «The Tribune of India», აგ­რეთ­ვე გა­მო­ცე­მა «Zeenews» იუ­წყე­ბი­ან, "დოქ­ტორ სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინ­დო­ეთ-კავ­კა­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დო­ე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი 1991 წლი­დან, ანუ იმ დრო­ი­დან, როცა სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, სსრ კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ“.

ინ­დუ­რი მე­დია კო­მენ­ტა­რებ­ში ხაზს უს­ვამს, რომ ინ­დო­ე­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში - კავ­კა­სი­ურ სა­ხელ­მწი­ფო­ში რუ­სე­თი­დან, მოს­კო­ვი­დან ჩა­ვი­და, სა­დაც იგი თა­ვის რუს კო­ლე­გას, სერ­გეი ლავ­როვს შეხ­ვდა. "აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. 2008 წელს ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის ხან­მოკ­ლე ომი მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად ქვეყ­ნის ორმა სე­პა­რა­ტის­ტულ­მა რე­გი­ონ­მა - აფხა­ზეთ­მა და სამ­ხრეთ ოსეთ­მა, მოს­კო­ვის წყა­ლო­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს.

jaisankari3-38150-1625909419.jpg

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ რუ­სე­თი ორი­ვე სე­პა­რა­ტის­ტულ წარ­მო­ნაქ­მნს და­მო­უ­კი­დებ­ლად აღი­ა­რებს, ინ­დო­ე­თი კი მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს და აფხა­ზეთ-სამ­ხრეთ ოსეთს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს“, - ხაზს უს­ვამს ინ­დუ­რი მე­დია და იქვე მი­უ­თი­თებს, რომ ინ­დო­ეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში 2021 წლის და­სა­წყი­სი­დან გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია შექ­მნი­ლი, რაც გა­მო­იწ­ვია სერ­გეი ლავ­რო­ვის პა­კის­ტან­ში ვი­ზიტ­მა. რად­გა­ნაც ინ­დო­ეთს პა­კის­ტან­თან მა­ინ­ცდა­მა­ინც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, ლავ­რო­ვის ის­ლა­მა­ბად­ში ყოფ­ნა ნიუ-დე­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის.

ინ­დუ­რი მე­დია იხ­სე­ნებს ინ­დო­ეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს:

"სუბ­რა­მა­ნი­ამ ჯა­ი­შან­კა­რის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლია ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ თბი­ლისს ინ­დო­ე­თის მა­ღა­ლი დო­ნის დე­ლე­გა­ცია სულ ბო­ლოს 1978 წელს ეწ­ვია, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ათალ ბი­ჰა­ი­რი ვა­ჯპა­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ანუ იმ ეპო­ქა­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, მი­ნის­ტრი ირაკ­ლი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი თა­ვის ინ­დო­ელ კო­ლე­გას ჯას­ვანთ სი­გჰს ნიუ-დელ­ში შეხ­ვდა 2000 წლის 11 მა­ისს.

ინ­დო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიღ­მა იწყე­ბა. დიდი მო­გო­ლე­ბის იმ­პე­რი­ის მმარ­თვე­ლის იმ­პე­რა­ტორ აუ­რანგზებ ალამ­გი­რის ცოლი უდა­ი­პურ ბე­გუ­მი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ქარ­თვე­ლი დე­დო­ფა­ლი ქე­თე­ვა­ნი, რო­მე­ლიც კა­ხე­თის სა­მე­ფოს დე­დო­ფა­ლი იყო და რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რა­ცხა, დაკ­რძა­ლუ­ლია გო­ა­ში მდე­ბა­რე წმინ­და ავ­გუს­ტი­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში. წმინ­და ქე­თე­ვა­ნი მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 1624 წელს, სპარ­სე­თის ქა­ლაქ ში­რაზ­ში, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ნეშ­ტის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა მი­სი­ო­ნე­რებ­მა ჩა­ი­ტა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მუდ­ვი­ვად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ რე­ლიქ­ვი­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რაც ინ­დო­ელ­მა მი­ნის­ტრმ ამა ვი­ზტის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ ეპი­კურ პო­ე­მა "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“, რო­მე­ლიც მე-12 სა­უ­კუ­ნე­შია და­წე­რი­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ინ­დო­ე­თიც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. პო­ე­მის ავ­ტო­რია შოთა რუს­თა­ვე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ პო­ე­ტად ით­ვლე­ბა. ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვა, რომ ინ­დურ­მა პან­ჩა­ტატ­რამ (ფოკ­ლო­რულ თქმუ­ლე­ბა­თა წიგნ­მა) გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ქარ­თულ ხალ­ხურ ლე­გენ­დებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

სტა­ტი­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ინ­დო­ეთ-სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­მენ­ტებ­საც: მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ იმ დროს, როცა ნიუ-დელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მოქ­მე­დებს, ინ­დო­ეთს თბი­ლის­ში თა­ვი­სი სა­ელ­ჩო არ აქვს - სომ­ხეთ­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ინ­დო­ე­თის ელ­ჩის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ვრცელ­დე­ბა.

myquiz