რო­ნალ­დო არას­დროს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მა­გა­რი ან თუნ­დაც ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი. მან შე­უ­რა­ცხყო ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა ხარ­ჯზეც გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი- ჭყონია რონალდოზე | Allnews.Ge

რო­ნალ­დო არას­დროს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მა­გა­რი ან თუნ­დაც ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი. მან შე­უ­რა­ცხყო ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა ხარ­ჯზეც გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი- ჭყონია რონალდოზე

გახ­სოვთ ალ­ბათ ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის რო­ნალ­დოს მიერ ევ­რო­პის ჩე­მი­ო­ნა­რი­სას გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფერნ­ცი­ა­ზე "კოკა-კო­ლას" გა­დად­გმამ ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ჭყო­ნია რო­გორ აღაშ­ფო­თა. ის ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თა­ნაც" სა­უბ­რობს და კთხვა­ზე - რო­ნალ­დო­ზე ისევ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ თუ გა­და­გი­ა­რათ წყე­ნამ? - ასე პა­სუ­ხობს:

"მე რომ ხეპ­რე ვუ­წო­დე, ალ­ბათ, ამას გუ­ლის­ხმობთ. მე ფეხ­ბურ­თის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ. რო­ნალ­დო არას­დროს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მა­გა­რი ან თუნ­დაც ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი. იყო და არის კარ­გი ნა­ვარ­ჯი­შე­ბი, მაგ­რამ არ ვთვლი­დი ისეთ ფეხ­ბურ­თე­ლად, რო­გო­რიც მესი, პელე ან ზი­და­ნი იყ­ვნენ. რო­ნალ­დო არ იყო უფრო მა­გა­რი, ვიდ­რე თუნ­დაც გუ­ცა­ე­ვი ან ყი­ფი­ა­ნი. ის, რაც მან გა­ა­კე­თა, უწე­სო­ბაა და სხვა არა­ფე­რი - "ჰა­ი­ნე­კე­ნის", "ნა­ი­კი­სა" და რაც მთა­ვა­რია, "კოკა-კო­ლას" გა­რე­შე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი არ გა­ი­მარ­თე­ბო­და და მა­შინ რო­ნალ­დო ეზო­ში ითა­მა­შებ­და. სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვით რომ და­დის და იმ შამ­პუნს რომ უკე­თებს რეკ­ლა­მას, რი­თაც თავს არა­ვინ იბანს, ესე იგი, "კოკა-კოლა" ყო­ფი­ლა მავ­ნე­ბე­ლი და ის შამ­პუ­ნი სა­სარ­გებ­ლოა?

რო­ნალ­დომ შე­უ­რა­ცხყო ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა ხარ­ჯზეც გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. კომ­პა­ნია გაძ­ლევს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის, შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. "კოკა-კო­ლას" რეკ­ლა­მაც გა­დის იმ სტა­დი­ონ­ზე, სა­დაც თა­მა­შობს და გა­მო­ვი­დეს მა­შინ, რას თა­მა­შობს? რა სა­ჭი­რო იყო ასე­თი ხეპ­რუ­ლი გა­მოხ­დო­მა, არ მეს­მის.

myquiz