"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში | Allnews.Ge

"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში

ვგმობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმებს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რი ნედ პრა­ი­სი "ტვი­ტერ­ში“ წერს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, და­იც­ვან გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი,“ - წერს ნედ პრა­ი­სი.

თბი­ლის­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის ელჩი, პეტრ მი­კის­კა.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ თბი­ლის­ში ძა­ლა­დო­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოფი­სებ­ზე თავ­დას­ხმის სცე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აგონ პა­სუ­ხი. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი კი აღ­დგე­ნილ უნდა იქ­ნას. სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ბედი სას­წორ­ზე დევს და ყვე­ლა აქ­ტორ­მა, მათ შო­რის მთავ­რო­ბამ, უნდა იმოქ­მე­დოს სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით“, - წერს ელჩი.

თბი­ლის­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Twitter-ის მეშ­ვე­ო­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და LGBT პი­რე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ნი­დერ­ლან­დე­ბი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებ­სა და კა­ნო­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პი­რებს და­იც­ვან შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სი (ODIHR) თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

"ოდი­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია თბი­ლის­ში ძა­ლა­დო­ბით და ასე­ვე და­გეგ­მი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის გა­უქ­მე­ბის გამო. აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მათი სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თი­თო­ე­უ­ლი ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თავ­დას­ხმა სწრა­ფად და სრუ­ლად უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ეუთო/ოდი­რი გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას ყვე­ლას­თვის და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და­იც­ვას ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ წერს.

"რო­დე­საც ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფი სცემს ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და LGBT +, რო­დე­საც მთავ­რო­ბა უყუ­რებს, ეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დან­გრე­ვის სა­ში­ში ნი­შა­ნია“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

მისი თქმით, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ვერ ახ­დე­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თან­დოდ დაგ­მო­ბას, ისი­ნი მხო­ლოდ ახა­ლი­სე­ბენ ძა­ლა­დო­ბას.

"რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი იმის ნაც­ვლად, რომ იმოქ­მე­დონ თა­ვი­ან­თი მან­და­ტით, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტებ­მა, სპე­კუ­ლი­რე­ბენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვერ ახ­დე­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თან­დოდ დაგ­მო­ბას, ისი­ნი მხო­ლოდ ახა­ლი­სე­ბენ ძა­ლა­დო­ბას“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უნდა გა­ი­გოს, რომ შე­საძ­ლო ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა ღირ­სე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ეფუძ­ნე­ბა. მოდი შე­ვუ­ნაჩ­რუ­ნოთ სი­ცო­ცხლე ევ­რო­პულ ოც­ნე­ბას ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი დუ­ნია მი­ა­ტო­ვი­ჩი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" წერს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ.

"აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ #TbilisiPride21-ზე მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბა არის იმის სა­ვა­ლა­ლო ილუსტრა­ცია, რომ საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რათა გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს და დე­მონ­სტრა­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავს და­ცუ­ლად გრძნობ­დნენ. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ“, - წერს ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი.

სა­გან­გა­შო სუ­რა­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან! ექ­სტრე­მის­ტი ხუ­ლიგ­ნე­ბი ემუქ­რე­ბი­ან ლგბტ "პრა­იდს“ თბი­ლის­ში, - ამის შე­სა­ხებ ნი­დერ­ლან­დე­ლი დე­პუ­ტა­ტი რუ­ბენ ბრე­კელ­მან­სი "ტვი­ტერ­ში“ წერს.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტია მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­იც­ვას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა მო­ახ­დი­ნონ ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლად და­იც­ვან თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი“, - წერს დე­პუ­ტა­ტი.

გერ­მა­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­იკლ როთი სა­ქარ­თვე­ლო­ში LGBTI სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბას მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს.

"ჩემი სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ, ვი­საც სურთ, თა­ვი­ან­თი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­იც­ვან. ძა­ლა­დო­ბა LGBTI სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ შე­უ­წყნა­რე­ბე­ლია“, - წერს გერ­მა­ნე­ლი კა­ნონ­მდე­ბე­ლი.

გუ­შინ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს Twitter-ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე Amnesty International-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი აგ­ნეს კა­ლა­მარ­დი.

კა­ლა­მარ­დი აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით და პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბით.

“სრუ­ლი­ად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­თა და პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბით, რო­დე­საც დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი თავს და­ესხნენ "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფისს. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს LGBT ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მათ უნდა გა­მო­ი­ძი­ონ და და­სა­ჯონ ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი”, - წერს კა­ლა­მარ­დი.

ვგმობთ "თბი­ლი­სი პრა­ი­დი 2021-ის“ გა­მარ­თვის ად­გი­ლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რას და თავ­დას­ხმას, - ამის შე­სა­ხებ კი გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­იც­ვან მშვი­დო­ბი­ან შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და გა­მო­ი­ძი­ონ LGBTI პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz