"ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია" - როგორ ეხმაურება "თბილისი პრაიდს" რუსული მედია | Allnews.Ge

"ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია" - როგორ ეხმაურება "თბილისი პრაიდს" რუსული მედია

რუ­სუ­ლი მე­დია მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აშუ­ქებ­და "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მიერ და­გეგ­მი­ლი "ღირ­სე­ბის მარ­შის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის დიდი ნა­წი­ლი, ღო­ნის­ძი­ე­ბას "გეი აღ­ლუ­მის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს და აქ­ცენტს აკე­თებს იმა­ზე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბა არ მი­ე­ცათ.

"სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბი მათ ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე ჟუნ­რალ­სტი და ოპე­რა­ტო­რი მძი­მედ არის და­შა­ვე­ბუ­ლი და მათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­უ­ი­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­აც უტარ­დე­ბათ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

"მას შემ­დეგ, რაც "ღირ­სე­ბის მარ­შის" მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და და ჟურ­ნა­ლის­ტებს თავს და­ესხნენ, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" აქ­ცია გა­და­ი­დო", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს.

"თბი­ლის­ში გეი-აღ­ლუ­მის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 1-ელი­დან 5 ივ­ლი­სამ­დე უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­სა და კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სულ მე­ო­რე მარ­შია. რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა ულტრა მე­მარ­ჯვე­ნე ძა­ლებ­მა და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩა­შა­ლა. ამ­ჯე­რა­დაც თბი­ლი­სის ცენ­ტრში იგი­ვე ჯგუ­ფე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი და პრა­ი­დის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჩა­ქოლ­ვას კვერ­ცხე­ბი­თა და ბოთ­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ. პო­ლი­ცია მათი აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ვე­ღარ ახერ­ხებ­და", - წერს echo.msk.ru.

"ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებს, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­სა და პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­უც­ვე­ლი არ არის, ამი­ტომ ვერ გა­რის­კავს აქ­ცი­ის მო­წყო­ბას. 5 ივ­ლისს, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ოფის­ში ფან­ჯრი­დან შე­ვარ­და. ნა­ცე­მია მე­დი­ის ათზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მათ შო­რის, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" კო­რეს­პო­დენ­ტი. რა­დი­კა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჩა­მი­ოხ­სნეს, აყ­რი­ლია კარ­ვე­ბი, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ი­ნე­რებ­ვი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ", - წერს გა­მო­ცე­მის ვებ-გვერ­დი.

"რე­ვო­ლუ­ცია და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი - ვინ ცდი­ლობს ლბგტ-ებს ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­ა­მა­ჯრ­ვე­ბი­ნოს" - ამ სა­თა­უ­რით ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა РИА Новости, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტის, ან­ტონ ლი­სე­ცი­ნის შე­ფა­სე­ბით, "ღირ­სე­ბის მარ­შის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს მმარ­თველ პარ­ტი­ა­შიც, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას ტო­ლე­რან­ტო­ბის­კენ მო­უ­წი­დებ­და".

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი აქ­ცი­ე­ბი ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც გა­ი­მარ­თა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი "გეი-აღ­ლუ­მი" მა­შინ შედ­გა, რო­დე­საც აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­დე­გებს ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ისი­ნი იმუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ "ჰო­მო­სუქ­სუ­ა­ლე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლი­ან რე­ვო­ლუ­ცი­ას მო­ა­წყობ­დნენ. ამის შემ­დეგ იყო, 2013 წელს კი­დევ ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა - ბრი­ტა­ნუ­ლი ფილ­მის "ღირ­სე­ბის მარ­შის" ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მე­ბით წა­რი­მარ­თა. მა­შინ პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვა. 2020 წელს "პრა­ი­დი" პან­დე­მი­ის გამო არ გა­ი­მარ­თა. 5 ივ­ლისს კი, თბი­ლის­ში "გეი-აღ­ლუ­მის" ჩა­ტა­რე­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ზა­რალ­დნენ", - წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მსგავ­სი "პრა­ი­დე­ბის" ჩა­ტა­რე­ბას ასე­ვე მსგავ­სი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც, მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­ში.

"კი­ევ­ში "პრა­ი­დის" ჩა­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბის გამო, უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი ევ­რო­მე­ი­და­ნის მხარ­დამ­ჭე­რებს გა­ე­მიჯ­ნენ. სამი წლის წინ "ღირ­სე­ბის მარ­ში" გა­ი­მარ­თა კი­ში­ნი­ოვ­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბო­და, რომ მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლი, ბრი­ტა­ნე­ლი და ჰო­ლან­დი­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი. თუმ­ცა, მათ წი­ნა­აღ­მდეგ, სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტია და რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გნ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ", - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც eadaily.com წერს, "თბი­ლის­ში ლბგტ თე­მის მო­რი­გი, გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის პრო­პა­გან­და გა­ი­მარ­თა. დღეს შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად გან­ვა­ცხა­დოთ, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აფ­რი­კუ­ლი ლო­მე­ბის გა­მოყ­ვა­ნა გეი-აღ­ლუ­მის გა­მარ­თვას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად ნაკ­ლებ აჟი­ო­ტაჟს გა­მო­იწ­ვევ­და. უც­ნო­ბია, რა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი აპი­რებ­და პრა­ი­დის ინი­ცი­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­ერ­თე­ბო­და, ალ­ბათ ათე­უ­ლე­ბი, თუმ­ცა მო­წი­ნა­აღ­დე­გე­ე­ბი ბევ­რად მეტი იყ­ვნენ. ასო­ბით მეტი... აშ­კა­რაა, რომ ევ­რო­პის ბრწყინ­ვა­ლე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ისევ შო­რია".

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის" გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს რუსი ინ­ტე­რეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"უამრვ ქარ­თველ­თან ვმე­გობ­რობ და არა­ვინ არა­ვის ლო­გი­ნის დამ­ცვე­ლი არაა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძალ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ერია და ნუ ცდი­ლობთ მათ ჩეჩ­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბად წარ­მო­ჩე­ნას. უმ­ცი­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­პის არა­რე­ლი­გი­ურ ქვეყ­ნებ­შიც გა­მო­დი­ან. იმე­დია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მშვი­დო­ბა­ი­ნად გა­და­ლა­ხავს ამ ეტაპ­საც", - წერს "იური ზალ­ჩი­ნი".

"ნუ გე­ში­ნი­ათ, ქარ­თვე­ლე­ბო, იდენ­ტო­ბას არა­ვინ წა­გარ­თმევთ, ის­რა­ელ­ში ვცხოვ­რობ და იქაც გა­ი­მარ­თა - ქვე­ყა­ნა მათ რომ უყ­ვართ, ისე ბევ­რს არა. თუმ­ცა გა­სა­გე­ბია, ის­რა­ე­ლის­თვის კრემ­ლი შორს არის", - წერს ერთ-ერთ ინ­ტერ­ტეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რა­ი­ან კა­რე­ლი­ნა.

myquiz