ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია აიკრძალა | Allnews.Ge

ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია აიკრძალა

3 ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა დირექტივა, რომელიც გარკვეული სახის ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების რეალიზაციას კრძალავს. ინფორმაციას Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების დირექტივა განსაზღვრავს მკაცრ წესებს იმ პროდუქციის შესამცირებლად, რომელიც ევროპული პლაჟების დამაბინძურებელი 10 ყველაზე პოპულარული ნივთია.

დირექტივის თანახმად, იქ, სადაც შეფუთვისა და ფასის მხრივ ალტერნატიული ვარიანტები ხელმისაწვდომია, ერთჯერადი პლასტმასის ნაკეთობებით წარმოდგენილი პროდუქცია აიკრძალება. სხვა შემთხვევებში გატარდება ზომები დიზაინისა და ეტიკეტირების საშუალებით მსგავსი პროდუქციის გამოყენების შესამცირებლად, ასევე, მწარმოებლებს დასუფთავების ვალდებულება დაეკისრებათ.

ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვებისა და ნაკეთობების აკრძალვაზე ევროკავშირში 2019 წელს შეთანხმდნენ. წევრ სახელმწიფოებს 2-წლიანი ვადა ჰქონდათ, რომ დირექტივა თავიანთ კანონმდებლობაში შეეტანათ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz