ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება - სპინაცოლას ცრემლები | Allnews.Ge

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება - სპინაცოლას ცრემლები

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/8 ფი­ნალ­ში იტა­ლი­ამ ბელ­გია 2:1 და­ა­მარ­ცხა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთს შეხ­ვდე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ შვე­ი­ცა­რი­ას პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ით გა­ჭირ­ვე­ბით სძლია.

რაც შე­ხე­ბა იტა­ლია-ბელ­გი­ის თა­მა­შის პე­რი­პე­ტი­ებს, იტა­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვას თა­ვი­დან­ვე ფლობ­და, მე-14 წუთ­ზე ბო­ნუ­ჩიმ სტან­დარ­ტის შემ­დეგ გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ საქ­მე­ში ვი­დე­ო­გა­მე­ო­რე­ბა ჩა­ე­რია და გოლი თა­მა­შ­გა­რეს გამო გა­უქ­მდა. 31-ე წუთ­ზე კი ბა­რე­ლამ წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით და­ლაშ­ქრა ბელ­გი­ის კარი. მა­ლე­ვე ინ­სი­ნი­ემ თა­ვი­სი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გო­ლით და­ამ­წუხ­რა მე­ტო­ქე და "სკუ­ად­რა აძუ­რა“ 2:0 და­წი­ნა­ურ­და. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მი­წუ­რულს, ბელ­გი­ის მო­თა­მა­შე 19 წლის დოკუ სა­ჯა­რი­მო­ში დი ლო­რენ­ცოს­თან ბრძო­ლა­ში და­ე­ცა, მსაჯ­მა და­სახ­მა­რებ­ლად VAR-ს უხმო, თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ნიშ­ნა და ლუ­კა­კუმ ან­გა­რი­ში შე­ამ­ცი­რა.

მე­ო­რე ტა­ი­მი ორ­მხრი­ვი იე­რი­შე­ბით წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა მან­ჩი­ნის შე­გირ­დებ­მა შეხ­ვედ­რა ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს და გა­ი­მარ­ჯვეს. თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მოხ­და მე­ტად სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი, იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის და ზო­გა­დად ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელ­მა ლე­ო­ნარ­დო სპი­ნა­ცო­ლამ უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა მი­ი­ღო. "რო­მას“ 28 წლის მარ­ცხე­ნა მცველ­მა მარ­თლაც გა­იბრწყი­ნა ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ის მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას არა მხო­ლოდ მთლი­ა­ნად ახერ­ხებს მარ­ცხე­ნა ფლან­გის კონ­ტროლს, არა­მედ ვნა­ხუ­ლობთ სა­ფეხ­ბურ­თო მინ­დვ­რის ყვე­ლა წერ­ტილ­ში, სა­დაც ის გუნდს სჭირ­დე­ბა. სპი­ნა­ცო­ლა ხში­რად ერ­თვე­ბა შე­ტე­ვებ­ში, ქმნის სა­გო­ლე მო­მენ­ტებს. შე­სა­ბა­მი­სად, ის იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან აქი­ლევ­სის მყე­სი და­ი­ზი­ა­ნა და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს ვე­ღარ ითა­მა­შებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო შტაბს დას­კვნა არ და­უ­დია, მაგ­რამ ტრავ­მა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლია ეს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რო­ბერ­ტო მან­ჩი­ნი­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

myquiz