რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ა­ე­რის რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ კა­ნა­და­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­სუ­ლი პა­რას­კე­ვის შემ­დეგ, ვან­კუ­ვერ­ში, 70-მდე მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზი სწო­რედ ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გახ­და.

გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა ხან­დაზ­მუ­ლი იყო, ან ჰქონ­დათ ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მა, სი­ცხე კი გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი.

რო­გორც BBC წერს, ბოლო დღე­ე­ბია კა­ნა­და­ში, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჰა­ე­რის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა. გუ­შინ ლი­ტონ­ში, ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ 46.6 გრა­დუს ცელ­სი­უ­სი შე­ად­გი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნა­და­ში მიმ­დი­ნა­რე კვი­რამ­დე, ტემ­პე­რა­ტუ­რა 45 გრა­დუს ცელ­სი­უსს არა­სო­დეს გას­ცდე­ნია.

kanada3-37228-1625039470.jpg

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმით, რომ აქ სხვას­თან შე­და­რე­ბით უფრო გრი­ლო­და, აქ რო­გორც წესი, დიდ­თოვ­ლო­ბა ქმნის ხოლ­მე პრობ­ლე­მებს. ასე­თი სი­ცხე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ახლა დუ­ბა­ი­ში უფრო გრი­ლა, ვიდ­რე აქ" - ამ­ბობს კა­ნა­დის კლი­მა­ტის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, დე­ვიდ ფი­ლიპ­სი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­სა და გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­ში­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი უჩ­ვე­უ­ლო შემ­თხვე­ვე­ბი მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტად გახ­შირ­დე­ბა.

ვან­კუ­ვერ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი მო­ე­წყო.

kanada2-37248-1625039504.jpg

"ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხოდ იყოს. სი­ცხის გამო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ დღე ახლა სამ­ჯერ უფრო მეტი ზარი შე­მო­დის. ვან­კუ­ვერს ასე­თი რამ აქამ­დე არ გა­მო­უც­დია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა ყო­ვე­ლი­ვეს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ე­ლი.

ვან­კუ­ვერ­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი მე­გან ფენ­დრი­ჩის თქმით კი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გა­რეთ გას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.