სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ | Allnews.Ge

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ "ფო­კუს­ში“ («Focus») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "სა­მუ­და­მო გა­მარ­ჯვე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­ზე? ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი სუ­პერ­ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ“ (ავ­ტო­რი - ნადი პოდბ­რე­გა­რი).

"მეც­ნი­ე­რებ­მა თაგ­ვებ­ზე ახა­ლი ვაქ­ცი­ნა გა­მოს­ცა­დეს, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის­გან დაც­ვი­სათ­ვის - არა­მარ­ტო "კო­ვიდ-19“-ისა­გან, არა­მედ მო­მა­ვალ­ში მისი მრა­ვა­ლი მუ­ტა­ცი­ი­სა და მო­ნა­თე­სა­ვე ვირუ­სე­ბის­გა­ნაც. ახა­ლი ვაქ­ცი­ნა შე­ი­ცავს ჰიბ­რი­დულ ცი­ლებს, რომ­ლებ­შიც თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სი მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის და ხში­რად მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი შტა­მით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის დროს უძ­ლუ­რი გა­მოდ­გეს.

მკვლე­ვა­რე­ბის ჯგუფ­მა, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის (აშშ) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი დე­ვიდ მარ­ტი­ნე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ახა­ლი სუ­პერ­ვაქ­ცი­ნის შექ­მნი­სას იგი­ვე პრინ­ცი­პი გა­მო­ი­ყე­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნიზ­მის უჯრე­დე­ბი ცი­ლებს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. თუმ­ცა იმის ნაც­ვლად, რომ ერთი ტი­პის ცილა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, დე­ვიდ მარ­ტი­ნეს­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა ისარ­გებ­ლეს ჰიბ­რი­დუ­ლი ცი­ლით - SARS-CoV-2-ის "ეკ­ლი­სე­ბუ­რი“ სა­ხის, დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი Covid-19-ისა და 2003 წლის ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნი­ის გა­მომ­წვე­ვი SARS-CoV-ის ცი­ლით...

თაგ­ვებ­მა, რომ­ლებ­საც კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნით აცრა ჩა­უ­ტა­რეს, უკვე გა­მო­ი­მუ­შა­ვეს ისე­თი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან SARS-CoV-ით და SARS-CoV-2-თ დას­ნე­ბოვ­ნე­ბას. თაგ­ვე­ბის ფილ­ტვე­ბი და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მათ გა­უძ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრე­თაფ­რი­კულ ვა­რი­ან­ტსაც.

"ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი მო­მავ­ლის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც იმე­დი გვეძ­ლე­ვა - ჩვენ შევ­ძლებთ უფრო უნი­ვერ­სა­ლუ­რი, პან­კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ვაქ­ცი­ნის გა­და­დე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის­გან მე­ო­რე­ზე აღარ მოხ­დე­ბა. ამ სტრა­ტე­გი­ის დახ­მა­რე­ბით ჩვენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ ახა­ლი სა­ში­ში კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის გა­ჩე­ნას", - ამ­ბობს დე­ვიდ მარ­ტი­ნე­სი ჟურ­ნალ "ფო­კუ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი­სას.