პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა | Allnews.Ge

პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა

ისლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის დაწყების შემდეგ შეღუდვები სრულიად მოხსნა.

ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაცია გახდა. ისლანდიაში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 87%-მა ვაქცინების მინიმუმ 1 დოზა მიიღო, ორივე დოზით კი 48% აიცრა.

კუნძულოვან ქვეყანაში სულ 360 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან კორონაივრუსის 6 637 პირს დაუდასტურდა, 30 კი გარდაიცვალა.