კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას? | Allnews.Ge

კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?

"კა­დი­რო­ვის ეფექ­ტი" - აშენ­დე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ჩეჩ­ნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა?" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა kavkazr.com და ეხ­მი­ა­ნე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­უბ­რობს.

სა­უ­ბა­რია ჩეჩ­ნე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც კა­დი­რო­ვი კი­დევ ერთხელ ალა­პა­რაკ­და. ამის შე­სა­ხებ, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს სა­კი­თხი გან­ხილ­ვის ეტაპ­ზეა..."

ch-1624693137.png

2019 წელს ამ პრო­ექ­ტის ხელ­საყ­რე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მაც. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბაც იმის შე­სა­ხებ, რომ "ამ პრო­ექტს ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ბი­უ­ჯე­ტით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სახ­სრე­ბით ვერ გაწ­ვდე­ბო­და."

კა­დი­რო­ვის თქმით, სა­უ­ბა­რია, ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ 1998 წელს აგე­ბულ გზა­ზე, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრ სო­ფელ იტუმ-კა­ლე­დან იწყე­ბა და არ­ღუ­ნის ხე­ო­ბის გავ­ლით, ჩეჩ­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მოკ­ლე გზით აკავ­ში­რებს. ამ მან­ძი­ლის და­ფარ­ვა მცი­რე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა.

kavkazr.com-ის ცნო­ბით, ჩეჩ­ნე­თის მხა­რეს ეს გზა 1998 წელს აშენ­და - "რო­დე­საც მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჩეჩ­ნე­თის გზის სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კამ მდი­ნა­რე არ­ღუ­ნი გა­და­ლა­ხა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სო­ფელ შა­ტილ­ში და­ი­წყო გზის მშე­ნებ­ლო­ბა, თბი­ლის­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა გროზ­ნოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა. ინ­ცი­დენ­ტი­დან მცი­რე დრო­ში სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვრის ჩეჩ­ნე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მუდ­მი­ვი სა­გუ­შა­გო პოს­ტი გახ­სნა, ქედს იქით, რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო უწყე­ბამ გახ­სნა ბაზა", - წერს გა­მო­ცე­მა.

54098811-101-1624693309.jpg

კა­დი­რო­ვის თქმით, გზის მშე­ნებ­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ის "დაც­ლილ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებს გა­ა­ცო­ცხლებს."

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს გზა ჩეჩ­ნე­თის მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნის, სი­ტუმ-კა­ლას ცენ­ტრზე გა­დი­ო­და და რუ­სე­თის მხრი­დან ბლო­კა­დის პი­რო­ბებ­ში, ჩეჩ­ნებ­მა სწო­რედ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით და­აღ­წი­ეს თავი რუ­სულ ჯარს და სა­ქარ­თვე­ლოს მეშ­ვე­ო­ბით, გა­რე­სამ­ყა­როს და­უ­კავ­შირ­დნენ.

"მას სხვა დატ­ვირ­თვაც აქვს - ეს გზა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ და ძველ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კომ­პლექ­სამ­დე, ცოი-პე­დამ­დეც მი­დის. იქა­უ­რო­ბა ამ­ჟა­მად "მკვდარ ქა­ლა­ქად" იწო­დე­ბა. ასე რომ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი შემ­თხვე­ვით არ აქ­ტი­უ­რობს ამ თე­მის გარ­შე­მო. ჯერ კი­დევ 2014 წელს გა­მო­ვი­და იგი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით - ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­უ­ლო­დენ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო გზის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბო­და. თუმ­ცა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თველ­ში გზის აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი მრა­ვალ­გვა­რია, ძირ­თი­ა­დი მი­ზე­ზი კი რუ­სე­თის­გან მო­მა­ვა­ლი რის­კე­ბი და კა­დი­რო­ვის პერ­სო­ნას.

ქარ­თუ­ლი მხა­რე ჩენ­ჩე­თის ლი­დე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. თუმ­ცა, კა­დი­რო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა ინ­ტერ­ნეტმხმა­რებ­ლე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და."რუ­სე­თი რომ არც იყოს, უფრო სწო­რად, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნას ჩეჩ­ნე­თის ამ­ჟა­მინ­დელ ლი­დერ­თან გახ­სნი­ლი მი­მოს­ვლა მო­უნ­დეს?! ეს ხომ იგი­ვეა ბომ­ბე­ბი შე­ი­ტა­ნო ქვე­ყა­ნა­ში და უკონ­ტრო­ლოდ და­ტო­ვო. თუმ­ცა, პუ­ტი­ნი რომ არ იყოს, კა­დი­რო­ვი რო­გორ იქ­ნე­ბო­და?! ეტყო­ბა, რა­ღა­ცა­ზე იჩურ­ჩუ­ლეს "მე­გობ­რებ­მა". ახ­ლა­ხან ხომ შეს­თა­ვა­ზა, კი­დევ ერთხელ იყა­რეო კენ­ჭი, ცდი­ლობს, თა­ვი­სი გზე­ბით ატა­როს, აბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში საყ­რდენს ხომ არ გა­მო­იც­ლის?" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ანა­ტოლ ვილ­ჩუ­კი.

"ვის რაში სჭირ­დე­ბა ეს გზა, რო­გორც ახა­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი?! კა­დი­როვ­მა იცის, რომ ეს პრო­ექ­ტი თა­ვი­დან­ვე ჩა­ვარ­დნი­ლია, მაგ­რამ პუ­ტინს აწო­ნებს თავს, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კა­სა და ქვე­ყა­ნა­ზე და­მაშ­ვრა­ლი ლი­დე­რი. გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, ვინც "სპუტ­ნი­კით არ აიც­რე­ბა, ცუ­დად წა­უ­ვა საქ­მეო". ტი­რან­თან ახლო მე­ზობ­ლო­ბა კი არა, ყვე­ლა გზა უნდა ამო­ქო­ლო, თა­ვი­სი სა­ცე­ცე­ბი არ აა­მუ­შა­ვოს", - მი­აჩ­ნია ვლა­დი­მირ შამ­რა­ის.

"რო­გო­რი პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა კა­დი­რო­ვის მხრი­დან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი შან­სის გაშ­ვე­ბა?! ფაქ­ტობ­რი­ვად უმი­ზე­ზოდ ხო­ცავს ადა­მი­ა­ნებს, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო, იქ ან ბო­დიშს უხ­დი­ან თა­ვი­ანთ ლი­დერს, ან კვდე­ბი­ან... სა­ქარ­თვე­ლომ­დე მოკ­ლე გზაა და უამ­რავს ექ­ნე­ბა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა, მერე რამ­ზა­ნი ქედს იქით და­უ­წყებს "მო­ღა­ლა­ტეს" ძებ­ნას", - ირო­ნი­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს ალა გო­ლანსკა­ია.