"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს | Allnews.Ge

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

კა­ნა­დის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სას­კა­ჩე­ვან­ში ასო­ბით უსა­ხე­ლო საფ­ლა­ვი იპო­ვეს ყო­ფი­ლი სკო­ლა-პან­სი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. Washingtonpost-ის და BBC-ის ცნო­ბით, საფ­ლა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 750-ს აჭარ­ბებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია The Cowessess First Nation აღ­მო­ჩე­ნას "სა­ზა­რელს და შო­კის­მომ­გვრელს“ უწო­დებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, სკო­ლა-პან­სი­ონს კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია მარ­თავ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სა­საფ­ლა­ო­ზე მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი არი­ან დაკ­რძა­ლულ­ნი, თუ უფ­რო­სე­ბიც.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კა­ნა­და­ში, ყო­ფი­ლი სკო­ლა-პან­სი­ო­ნის შე­ნო­ბა­ში, მა­სობ­რი­ვი სა­საფ­ლაო აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც 215 ბავ­შვის ნეშ­ტი იყო და­მარ­ხუ­ლი. კა­ნა­და­ში, მე-19-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სკო­ლა-პან­სი­ო­ნებს მთავ­რო­ბა და რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი მარ­თავ­დნენ და ამ სკო­ლე­ბის მი­ზა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის იძუ­ლე­ბი­თი ასი­მი­ლა­ცია იყო.