ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს- ფილიპინების პრეზიდენტის ულტიმატუმი მოსახლეობას | Allnews.Ge

ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს- ფილიპინების პრეზიდენტის ულტიმატუმი მოსახლეობას

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციანციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს,“- განაცხადა დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში.

ცნობისათვის, ფილიპინებში წლის ბოლომდე 70 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება და ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 2.1 მილიონი მოქალაქეა. ფილიპინებში, პანდემიის დაწყებიდ დროიდან, კორონავირუსის 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლნდა, ვირუსს 23 000 ადამიანი ემსხვერლა.

myquiz