კიმ ჩენ ინმა წონაში დაიკლო - ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი? - რას უკავშირებენ ექსპერტები დიქტატორის ამგვარ ცვლილებას (ფოტოები) | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინმა წონაში დაიკლო - ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი? - რას უკავშირებენ ექსპერტები დიქტატორის ამგვარ ცვლილებას (ფოტოები)

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტი­ლი ქვეყ­ნის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და მისი ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის შე­სა­ხებ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ემ­ყა­რე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლებს.

ბოლო წლებ­ში სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­გა­ნია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტო­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­კი­თხი. არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ის გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა კიმ ჩენ ინის ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო, რომ­ლის გა­მოც კი­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­კი­თხი კვლავ გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და.

საქ­მე ისაა, რომ რო­გორც ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე ჩანს, ის გა­ცი­ლე­ბით უფრო გამ­ხდა­რია, ვიდ­რე წინა პე­რი­ო­დის ფო­ტო­ებ­ში.

kimchenini-46668-1624011286.jpg

ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა წო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა სწო­რედ კი­მის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და­უ­კავ­ში­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­მა 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კიმ ჩენ ინი 300 ფუნტს იწო­ნი­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 136 კგ-ია. მა­თი­ვე ცნო­ბით, რო­დე­საც კიმ ჩენ ინი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი გახ­და, მისი წონა 90 კგ-ს შე­ად­გენ­და.

ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტი­ლი ქვეყ­ნი­დან არ­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია კიმ ჩენ ინის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმა­ზეც, რომ მან გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

kju-weight-loss-hp-1-1624011362.jpg

გა­სულ წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია კი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ის რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჩან­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ზო­გი­ერ­თი წყა­რო კი იუ­წყე­ბო­და, რომ ის მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კო­მა­ში იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ჯა­როდ გა­მოჩ­ნდა და ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, რომ ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლია.

ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­დამ თვალს ადევ­ნე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და კიმ ჩენ ინს, ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, დიქ­ტა­ტორ­მა კი­ლოგ­რა­მე­ბი სწო­რედ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­კარ­გა, თუმ­ცა არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ კიმი ცდი­ლობს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით იცხოვ­როს და კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბა მონ­დო­მე­ბი­სა და დი­ე­ტის შე­დე­გია.

myquiz