"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება | Allnews.Ge

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მან რუს კო­ლე­გას ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვედ­რა­ზე უთხრა, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ბა­ი­დენ­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთე­ლი შეხ­ვედ­რის ტონი საკ­მა­ოდ კარ­გი იყო და არ იყო და­ძა­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა.

"მე ვუ­თხა­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინს, რომ ჩემი დღის წეს­რი­გი არ არის რუ­სე­თი­სა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მე ასე­ვე ვუ­თხა­რი მას, რომ არც ერთ პრე­ზი­დენტს არ შე­უძ­ლია ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის რწმე­ნა, თუ იგი მტკი­ცედ არ იდ­გე­ბა სა­კუ­თა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის. ასე, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე.

ეს არ შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ რუ­სე­თის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, ეს ჩვე­ნი ხა­სი­ა­თია. მე ვუ­თხა­რი, რომ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი არ მო­დის მთავ­რო­ბი­დან - ჩვენ ვფლობთ უფ­ლე­ბებს, რად­გან ამ უფ­ლე­ბე­ბით და­ვი­ბა­დეთ. სწო­რედ ამი­ტომ ამო­ვი­ღებთ ხმას ისეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ნა­ვალ­ნის შემ­თხვე­ვა. ჩვე­ნი იდეა არის, რომ იყოს თვით­გა­მო­ხატ­ვა.

მე ასე­ვე წა­მოვ­ჭე­რი სა­კი­თხი ორი უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, ასე­ვე "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის", ზო­გა­დად მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და ვუ­თხა­რი, რომ არ მო­ვით­მენთ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში პუ­ტინს ვუ­თხა­რი, რომ უნდა გვქონ­დეს ძი­რი­თა­დი წე­სე­ბი, რო­მელ­საც და­ვე­მორ­ჩლე­ბით.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ იყო კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა. ვუ­თხა­რი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის­გან და­ცუ­ლი უნდა იყოს. საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სიაა, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. ვი­სა­უბ­რეთ სი­რი­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ტა­ნა­ზე. ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ ირან­მა არ უნდა მო­ი­პო­ვოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი ამ სა­კი­თხზე ერ­თია. მინ­და გი­თხრათ, რომ მთე­ლი შეხ­ვედ­რის ტონი საკ­მა­ოდ კარ­გი იყო. არ იყო და­ძა­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა" - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, იყო თუ არა შეხ­ვედ­რის დროს მუ­ქა­რის რი­ტო­რი­კა, ბა­ი­დენ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რა, მე დე­და­ჩემ­ზეც ვი­სა­უბ­რე...ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნის­თვის, ეს შე­იძ­ლე­ბა შო­კის­მომ­გვრე­ლიც იყოს, რომ მე დე­და­ჩემ­ზე ვი­სა­უბ­რე... არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რის რი­ტო­რი­კა".

myquiz