გერმანიისა და საფრანგეთის მატჩამდე მოედანზე აქტივისტი პარაპლანით სახიფათოდ დაეშვა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი: რას აპროტესტებდა მამაკაცი | Allnews.Ge

გერმანიისა და საფრანგეთის მატჩამდე მოედანზე აქტივისტი პარაპლანით სახიფათოდ დაეშვა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი: რას აპროტესტებდა მამაკაცი

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გუ­შინ საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ეროვ­ნულ სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დებს შო­რის მატ­ჩი შედ­გა. თა­მა­ში ფრან­გე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, 1-0 დას­რულ­და. მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე კი მო­ე­დან­ზე Greenpeace-ის აქ­ტი­ვის­ტი პა­რაპ­ლა­ნით და­ეშ­ვა.

paraplani-37205-1623828738.jpg

ფა­ნე­ბის ტრი­ბუ­ნას­თან პა­რაპ­ლა­ნი სა­ხი­ფა­თოდ მოძ­რა­ობ­და. რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, უე­ფამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და სხვა­დას­ხვა ტი­პის ტრავ­მე­ბით ისი­ნი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პა­რაპ­ლან­ში იყო გა­რე­მოს დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "გრინ­ფი­სის" აქ­ტი­ვის­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თა­ვი­სი მე­სი­ჯი გა­ეც­ნო - "უარი ნავ­თობს“, - ეს იყო მისი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი.

დაც­ვამ აქ­ტი­ვის­ტი მო­ედ­ნი­დან მა­ლე­ვე გა­იყ­ვა­ნა და თა­მა­შის და­წყე­ბას ხელი არ შეშ­ლია.

paraplani2-37342-1623828886.jpg

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "გრინ­ფის­მა" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ აქ­ტი­ვისტს მიზ­ნად ჰქონ­და გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა ევრო 2020-ის სპონ­სო­რის, Volkswagen-ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

myquiz