ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელმაც ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა | Allnews.Ge

ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელმაც ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა

ის­რა­ელ­ში ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუს 12-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა დას­რულ­და და ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის, "ია­მი­ნას" ლი­დერ­მა, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტიმ ჩა­ა­ნაც­ვლა. ის­რა­ე­ლის ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა ახა­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­აღ­წი­ეს.

ახლა კი ის­რა­ე­ლის სა­კა­ნონ­მდებ­ლო "ქნე­სეთ­ში“ კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის მთავ­რო­ბას მხა­რი 60-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, 59 კი წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, შე­დე­გად კი ბე­ნე­ტი ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­და.

ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის შე­თან­ხმე­ბა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა იაირ ლა­პიდ­მა მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე 35 წუ­თით ადრე პრე­ზი­დენტ რუ­ვენ რივ­ლინს ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა:

მაქვს პა­ტი­ვი, გაც­ნო­ბოთ, რომ მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე. გპირ­დე­ბით, რომ ეს მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა ის­რა­ე­ლის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის სამ­სა­ხურ­ში, მათ­თვის, ვინც მის­ცა ხმა და ვინც არ მის­ცა ხმა, პა­ტივს სცემს მის ოპო­ნენ­ტებს და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ნა­წი­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს და და­ა­კავ­ში­როს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში. მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის პრე­მი­ე­რო­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში, პოს­ტი იაირ ლა­პიდ­მა უნდა და­ი­კა­ვოს.

beneti2-43417-1623646008.jpg

ვინ არის ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი?

"ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი და მი­ლი­ო­ნე­რი", - წერს BBC ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში. ბე­ნე­ტი ამ­ბობს, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შორს არის ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­ა­უს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის­გან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ნეტს დიდი ხა­ნია აქვს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ამ­ბი­ცია. წლე­ბია, ის აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ის­რა­ე­ლის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

49 წლის ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ერთ ეტაპ­ზე ნა­თა­ნი­აჰუს მფარ­ვე­ლად და "მარ­ჯვე­ნა ხე­ლად" მი­იჩ­ნე­ო­და. ის ჯერ ნა­თა­ნი­აჰუს შტა­ბის უფ­რო­სად, ხოლო შემ­დეგ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და,

beneti3-43175-1623646056.jpg

ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი და ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუ

მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა მე­მარ­ჯვე­ნე ეროვ­ნულ-რე­ლი­გი­უ­რი ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის პარ­ტი­ას. 2013 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბაც მო­ი­პო­ვა და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და. მალე კი ის­რა­ე­ლის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა.

ის 2019 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის წევ­რი იყო, ხოლო 2019 წელს მის­მა ახ­ლად ფორ­მი­რე­ბულ­მა პარ­ტია "ია­მი­ნამ" ვერ მო­ი­პო­ვა წარ­მა­ტე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, რის შემ­დე­გაც ის და მისი პარ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად იქ­ცნენ.

ბე­ნეტს ხში­რად უწო­დე­ბენ ულტრა-ნა­ცი­ო­ნა­ლისტს, თა­ვად კი სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას ამ­ბობს, რომ ნა­თა­ნი­აჰუ­ზე უფრო მე­ტად მე­მარ­ჯვე­ნეა. ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი ღიად უწევს ად­ვო­კა­ტი­რე­ბას, ის­რა­ე­ლის, რო­გორც ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ულ და რე­ლი­გი­ურ პრე­ტენ­ზი­ებს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­სა და სი­რი­ის გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით. ამავდრო­უ­ლად, ის ამ­ბობს, რომ ის­რა­ელს არ აქვს პრე­ტენ­ზია ღა­ზა­ზე, სა­ი­და­ნაც ის­რა­ელ­მა 2005 წელს ჯარი გა­იყ­ვა­ნა.

beneti7-43492-1623646110.jpg

ნა­თა­ნი­აჰუ და ბე­ნე­ტი 2019 წელს გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­ზე ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ვი­ზი­ტი­სას

"რო­დე­საც ხე­ებ­ზე დაძ­ვრე­ბო­დით, ჩვენ აქ უკვე ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გვქონ­და“ - ეს პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი­სად­მი ბე­ნე­ტის გან­ცხა­დე­ბაა.

"სა­ნამ მე რა­ი­მის კონ­ტრო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ძალა მაქვს, ის­რა­ე­ლის მი­წის ერთ სან­ტი­მეტრსაც არა­ვის გა­დავ­ცემ“, - თქვა მან 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ბე­ნე­ტი მხარს უჭერს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ის­რა­ე­ლის კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამას­თან, ამ ტე­რი­ტო­რი­ას ის ბიბ­ლი­ურ სა­ხე­ლებს, იუ­დე­ა­სა და სა­მა­რი­ას უწო­დებს.

beneti-44801-1623646175.jpg

ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კა­ში, სპეც­რაზ­მი და მი­ლი­ო­ნე­ბი

ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტი მსა­ხუ­რობ­და ის­რა­ე­ლის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმში და დღემ­დე ჩარ­თუ­ლია ის­რა­ე­ლის სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რის წვრთნებ­ში. სხვა­დას­ხვა დროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, 2006 წელს, ლი­ბა­ნის ომის დროს, ის გა­მო­ი­ძა­ხეს რე­ზერ­ვის­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჰეს­ბო­ლას რა­კე­ტე­ბის გამ­შვებ­თა წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ა­ში. რო­გორც მე­დია წერს, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ნე­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ში ცხოვ­რობ­და და მისი გა­მი­ლი­ო­ნე­რე­ბაც ამ ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. ბე­ნე­ტი მა­ჰე­ტენ­ზე, ზემო "ისთ სა­იდ­ში" ცხოვ­რობ­და, სა­დაც 1999 წელს კომ­პა­ნია Cyota-ს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. ეს არის თაღ­ლი­თო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კომ­პა­ნია. ბე­ნე­ტი მის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და.

2005 წელს კომ­პა­ნია 145 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, რა­მაც ბე­ნე­ტი მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რად აქ­ცია. ბე­ნე­ტი ასე­ვე იყო კი­დევ ერთი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ის Soluto-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია 100-130 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში 2013 წელს გა­ი­ყი­და და ამა­ნაც და­მა­ტე­ბით მი­ლი­ო­ნე­ბი მო­უ­ტა­ნა ის­რა­ე­ლის მო­მა­ვალ პრე­მი­ერს.

ბე­ნე­ტის ჰყავს ცოლი და ოთხი შვი­ლი.

beneti8-43646-1623646229.jpg

"არ მყავს პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვი და იახ­ტა. ფული, უბ­რა­ლოდ, მაძ­ლევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვა­კე­თო ის, რაც მინ­და“, - თქვა 2014 წელს თა­ვის სიმ­დიდ­რე­ზე სა­უბ­რი­სას ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტიმ..

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-სა და nytimes-ის მი­ხედ­ვით

myquiz