ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტი მიმდინარეობს - ისტორიული ფოტოები კორნუელიდან | Allnews.Ge

ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტი მიმდინარეობს - ისტორიული ფოტოები კორნუელიდან

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, კორ­ნო­ულ­ში „დიდი შვი­დე­უ­ლის“ სა­მი­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. საფ­რან­გე­თის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის, აშშ-ს, კა­ნა­დის, ია­პო­ნი­ის, იტა­ლი­ის ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტე­ბი პან­დე­მი­ა­ზე, ვაქ­ცი­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და რუ­სე­თის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბენ.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოც გა­და­ი­ღეს.

196958867-4253846394671726-5343675296696381015-n-74692-1623481130.jpg

შეხ­ვედ­რა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გახ­სნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მშვე­ნი­ე­რია ყვე­ლას უშუ­ა­ლოდ ნახ­ვა. ჯონ­სო­ნის თქმით, მსოფ­ლიო გა­ნიც­დის "სა­ვა­ლა­ლო პან­დე­მი­ას“.

195043539-4253846391338393-5603847194658927958-n-74759-1623481157.jpg

„ეს შეხ­ვედ­რა სა­ჭი­რო იყო, რად­გან ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ პან­დე­მი­ის­გან და სა­ჭი­როა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა შეც­დო­მე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ეჭვგა­რე­შეა, გა­სუ­ლი 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბო­რის ჯონ­სონ­მა.

მან აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კებს აღ­დგე­ნა სჭირ­დე­ბა და არ­სე­ბობს ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ეკო­ნო­მი­კას აღ­დგე­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. მან ხაზი გა­უს­ვა თა­ნას­წო­რო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

192618321-4253846388005060-5616909525387352058-n-74712-1623481192.jpg

„მაგ­რამ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღარ გა­ვი­მე­ო­როთ ის შეც­დო­მე­ბი, რაც იყო წინა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი დროს, როცა აღ­დგე­ნა არ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ნა­წილ­ში“, - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

„დიდი შვი­დე­უ­ლის“ სა­მი­ტი 11-13 ივ­ნისს იმარ­თე­ბა.

myquiz