ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე | Allnews.Ge

ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე

მე­დია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა ვი­დე­ომ, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ გა­აწ­ნა სილა ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ანთ ბრაზს ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სი­სად­მი რა­დი­კა­ლუ­რი ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ. გა­დავ­ხე­დოთ სხვა­დას­ხვა დროს პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის ფაქ­ტებს

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჯორჯ ბუში

erayelijurnalisti-47509-1623314331.jpg

2008 წელს, რო­დე­საც ჯორჯ ბუში ერაყ­ში, ბაღ­დად­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და, ერა­ყელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მას ფეხ­საც­მე­ლე­ბი ეს­რო­ლა. მუნ­თა­დარ ალ ზა­ი­დიმ ბუ­შის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს ფეხ­საც­მე­ლე­ბი გა­ი­ხა­და და პრე­ზი­დენტს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ეს­რო­ლა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბუშს სწრა­ფი რე­აქ­ცია ჰქონ­და და ორი­ვე ფეხ­საც­მე­ლი წარ­მა­ტე­ბით აი­ცი­ლა.

"ძაღ­ლო, ეს არის კოც­ნა ერა­ყე­ლე­ბის­გან“, - ყვი­რო­და ჟურ­ნა­ლის­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ერაყ­ში ფეხ­საც­მე­ლის მო­ნუ­მენ­ტი აღ­მარ­თეს,

etayi-47320-1623314368.jpg

ავ­სტრა­ლი­ის ყო­ფილი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯუ­ლია გი­ლარ­დი

ავ­სტრა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯუ­ლია გი­ლარ­დი ქვინსლენ­დის სკო­ლა­ში სტუ­დნე­ტებს ხვდე­ბო­და, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა სტუ­დნენ­ტმა მას სენდვი­ჩი ეს­რო­ლა. სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ პრე­მი­ერს სენდვი­ჩი 16 წლის ქაილი ტომპსონ­მა ეს­რო­ლა.

ნიუ მექსიკოს ქა­ლაქ ალ­ბუ­კერ­კეს მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, მა­ნუ­ელ გონ­სა­ლე­სი

ალ­ბუ­კერ­კეს მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, ყო­ფი­ლი შე­რი­ფი, მა­ნუ­ელ გონ­სა­ლე­სი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რას მარ­თავ­და, ამ დროს დრო­ნით მის წინ სექს სა­თა­მა­შო გაჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დრო­ნი მის­მა მფლო­ბელ­მა, 20 წლის კა­ე­ლან­მა უკან წა­იყ­ვა­ნა.

merobiskandidati-48025-1623314533.jpg

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რო­ბის კან­დი­და­ტი­სა და დრო­ნის მფლო­ბე­ლის პი­რა­დი შეხ­ვედ­რი­სას ამ უკა­ნას­კნელ­მა მე­რო­ბის კან­დი­დატს ტი­რა­ნი უწო­და.

კა­ლი­ფორ­ნი­ის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი

shvarcnegeri-48160-1623314580.jpg

ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო კაპ­მა­ნი­ის დროს 2003 წელს კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს, თუმ­ცა შვარცნე­გერ­მა ამას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რა ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით გა­აგ­რძე­ლა.

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი

2017 წელს ტრამპს კა­პი­ტო­ლი­უმ­ში რუ­სე­თის დრო­შე­ბი გად­მო­ა­ყა­რეს, ინ­ცი­დენ­ტის მო­მენ­ტში ტრამპს უწო­დეს მო­ღა­ლა­ტე და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. წეს­რი­გის დამ­რღვე­ვი აქ­ტი­ვის­ტი რა­ი­ან კლე­ი­ტო­ნი იყო, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

myquiz