კოპენჰაგენის გადარჩენის მიზნით, დანიაში ხელოვნურ კუნძულს ააშენებენ | Allnews.Ge

კოპენჰაგენის გადარჩენის მიზნით, დანიაში ხელოვნურ კუნძულს ააშენებენ

პარასკევს დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხელოვნური კუნძულის პროექტს, რომლის მშენებლობაც 2 მლრდ კრონი (3,3 მლრდ დოლარი) დაჯდება. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

სამუშაოები 2035 წელს დაიწყება და 2070 წელს დასრულდება. ახალი კუნძულის აშენებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადოდ არაა შესწავლილი, თუ როგორი იქნება მშენებლობის ეკოლოგიური შედეგები.

ხელოვნური კუნძულის ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი იქნება. ის დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენს მომავალი წყალდიდობებისგან დაიცავს, რომლესაც ზღვის დონის მატება იწვევს. განაგრძეთ კითხვა

myquiz