სალვადორის ყოფილი პირველი ლედის სკანდალური საქმე - რატომ მიუსაჯეს ანა ლიგია დე საკას 10-წლიანი პატიმრობა | Allnews.Ge

სალვადორის ყოფილი პირველი ლედის სკანდალური საქმე - რატომ მიუსაჯეს ანა ლიგია დე საკას 10-წლიანი პატიმრობა

სალ­ვა­დო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, ანა ლი­გია დე საკა სა­სა­მარ­თლომ უკა­ნო­ნოდ გამ­დიდ­რე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "დო­ი­ჩე ველე“ ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ანა ლი­გია დე სა­კას ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის­თვის 17.6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

salvador5-34292-1622964656.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანა ლი­გია დე სა­კას ქმა­რი, სალ­ვა­დო­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ტონი საკა სას­ჯელს იხ­დის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, 2004-2005 წლებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის.

საკა სალ­ვა­დო­რის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მას პა­ტიმ­რო­ბა 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მას შემ­დეგ მი­უ­სა­ჯეს, რაც აღი­ა­რა, რომ მთავ­რო­ბის ხა­ზი­ნი­დან 300-მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი­სა და მე­სა­მე პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­მარ­თა.

sakvador3-34222-1622964698.jpg

ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბით, სა­კამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი 6.5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სავ­ლის წარ­მო­შო­ბა ვერ ახ­სნა.

პა­ტიმ­რო­ბას­თან ერ­თად ტონი სა­კას მთავ­რო­ბის­თვის 260 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის დაბ­რუ­ნე­ბა და 10 წლით სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა აეკ­რძა­ლა.

myquiz