"ვრცელდება ჰაერით და არის უფრო გადამდები" - რა ვიცით კორონავირუსის "ვიეტნამური შტამის" შესახებ, რომელიც კოვიდის ჰიბრიდული ვარიანტია | Allnews.Ge

"ვრცელდება ჰაერით და არის უფრო გადამდები" - რა ვიცით კორონავირუსის "ვიეტნამური შტამის" შესახებ, რომელიც კოვიდის ჰიბრიდული ვარიანტია

"ვი­ეტ­ნამ­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც Covid-19-ის ე.წ. ინ­დუ­რი და ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ჰა­ე­რით" - ამის შე­სა­ხებ ვი­ეტ­ნა­მის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით BBC წერს.

ვი­ეტ­ნა­მის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა კო­რო­ნა­ვირუ­სის ჰიბ­რი­დუ­ლი ვა­რი­ან­ტის აღ­წე­რი­სას თქვა, რომ ის არის "ძა­ლი­ან სა­ში­ში.“

"ვი­ეტ­ნამ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა კო­ვიდ-19-ის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ორი არ­სე­ბუ­ლი შტა­მის - ინ­დუ­რი­სა და ბრი­ტა­ნუ­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს“, - აცხა­დებს მი­ნის­ტრი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ვა­რი­ან­ტი არის უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი, ვიდ­რე აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი შტა­მე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ის ჰა­ე­რით ვრცელ­დე­ბა. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი ჯან­დაც­ვის წრე­ე­ბის­თვის მალე გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ეტ­ნა­მის უდი­დე­სი ქა­ლა­ქის, ოში­მი­ნის მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას კო­ვი­დტესტს ჩა­უ­ტა­რე­ბენ. "ფრანს-პრე­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ­ში 9 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში გაჩ­ნდა ჰიბ­რი­დუ­ლი ვა­რი­ან­ტის კლას­ტე­რი. ამას­თან, ქა­ლაქ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი გამ­კაცრ­და. კერ­ძოდ, მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აქვთ, 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა აიკ­რძა­ლა, და­ი­ხუ­რა მა­ღა­ზი­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, აიკ­რძა­ლა რე­ლი­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

vietnam3-38225-1622450377.jpg

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი კლას­ტე­რი პრო­ტეს­ტან­ტულ ეკ­ლე­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც, ჯან­დაც­ვის პრო­ტო­კო­ლის არა­სა­თა­ნა­დოდ დაც­ვის ბრალ­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საქ­მე აღ­ძრეს.

ექ­სპერტთა თქმით, ვირუ­სე­ბი მუ­ტა­ცი­ას მუდ­მი­ვად გა­ნიც­დი­ან, უმე­ტე­სო­ბა მცი­რე ცვლი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი ვა­რი­ან­ტიც, ან ისე­თი, რო­მე­ლიც უფრო რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე არ­სე­ბუ­ლი შტა­მე­ბი.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. ინ­დუ­რი ვა­რი­ან­ტი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ინ­დუ­რი ვა­რი­ან­ტი ბრი­ტა­ნულ შტამ­თან შე­და­რე­ბით უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბია. ამას­თან, კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი - "ას­ტრა­ზე­ნე­კა" და "ფა­ი­ზე­რი" ეფექ­ტი­ა­ნია ორი­ვე ვა­რი­ან­ტთან მი­მარ­თე­ბით.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს კვლე­ვა იმის შე­სა­ხებ თუ რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახა­სი­ა­თებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ, ე.წ. ვი­ეტ­ნა­მურ ვა­რი­ანტს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ვი­ეტ­ნამ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან ამ დრომ­დე ვირუ­სის 6700 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, მისი ნა­ხე­ვარ­ზე მეტი კი ვირუ­სის ახალ, ჰიბ­რი­დულ ვა­რი­ანტს უკავ­შირ­დე­ბა. ვირუ­სით ვი­ეტ­ნამ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, გარ­დაც­ვლი­ლია 47 პა­ცი­ენ­ტი.

myquiz