შობადობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული- ამიერიდან ჩინეთში წყვილებს სამი შვილის ყოლის ნებას დართავენ | Allnews.Ge

შობადობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული- ამიერიდან ჩინეთში წყვილებს სამი შვილის ყოლის ნებას დართავენ

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, თითოეულ წყვილს ორის ნაცვლად სამი შვილის ყოლის ნებას დართავენ, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

ცვლილება პოლიტბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა.

ცნობისათვის, 2016 წელს ჩინეთმა გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ე.წ. ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდის შეჩერების მიზნით შემოიღეს და წყვილებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა.

ჩინეთში ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოსახლეობა ყველაზე ნელი ტემპით გასული ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა.

გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც ქვეყნისთვის ბოლო 60 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

myquiz