"ობოლი ბავშვი „საკუთარი გონებითა და სიმამაცით“ ირჩევენ იმუშაონ ფერმებსა და მაღაროებში"- რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს მუშაობას აიძულებენ
ქვეყანაში ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში მოხალისეებად, საკუთარი სურვილით მუშაობენ- ამ ინფორმაციას კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო (KCNA) ავრცელებს.
მედიის თქმით, ასობით ბავშვი „საკუთარი გონებითა და სიმამაცით“ იღებს გადაწყვეტილებას, რათა იმუშაონ სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ ფერმებსა და მაღაროებში.
BBC-ის ინფორმაციით, ბავშვების იდენტიფიკაცია რთულია, თუმცა ფოტოების მიხედვით დგინდება, რომ ზოგიერთი მათგანის ასაკი 12-13 წელს არ აღებატება.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები ჩრდილოეთ კორეას ბავშვების იძულებების გამოყენებით მუშაობაში სდებს ბრალს, რასაც ხშირად სახელმწიფო უარყოფს.