2022 წელს აშშ საქართველოს 88 მლნ დოლარს გამოუყოფს | Allnews.Ge

2022 წელს აშშ საქართველოს 88 მლნ დოლარს გამოუყოფს

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება.

"აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას;

გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და მოსახლეობის ინტეგრაციას, რომელიც რუსეთის მავნე ზეგავლენას განიცდის" - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.