"კორონავირუსის ქალღმერთები"- ინდოეთში უცნაურ ფიგურებს პანდემიის შემსუბუქებას ევედრებიან | Allnews.Ge

"კორონავირუსის ქალღმერთები"- ინდოეთში უცნაურ ფიგურებს პანდემიის შემსუბუქებას ევედრებიან

ინ­დო­ეთ­ში, ინ­დუ­იზ­მის ერთ-ერთ ტა­ძარ­ში, ყო­ველ დღე კო­რო­ნა­ვირუ­სის ორ ქალღმერ­თზე ლო­ცუ­ლო­ბენ და პან­დე­მი­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ევედ­რე­ბი­ან. კო­რო­ნას ქალღმერ­თე­ბი გა­მო­ი­გო­ნეს და მათ პა­ტივ­სა­ცე­მად ფი­გუ­რე­ბი გა­ნა­თავ­სეს ტა­მილ ნა­დუს შტატ­ში, ქა­ლაქ კო­იმ­ბა­ტორ­ში, რო­მე­ლიც ვირუ­სის აფეთ­ქე­ბამ ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა.

მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ქალღმერ­თე­ბის ფი­გუ­რებ­თან ტო­ვე­ბენ საკ­ვებ­სა და სხვა შე­სა­წირს, უგა­ლო­ბენ, გარ­და ამი­სა კურ­კუ­მას წყალ­ში და რძე­ში ბა­ნენ.

"წარ­სულ­ში ყვა­ვი­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად გვქონ­და ტაძ­რე­ბი ახლა კი თაყ­ვანს ვცემთ ვირუსს ქალღმერ­თის სა­ხით და ყო­ველ დღე ვე­ვედ­რე­ბით მას, რომ შე­ამ­სუ­ბუ­ქოს და­ა­ვა­დე­ბა. ვხე­დავთ, რომ ექი­მე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ უმკლავ­დე­ბი­ან, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გზა ისაა, რომ ვი­ლო­ცოთ და შე­ვე­ვედ­როთ ღმერ­თს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას თავი და­ვაღ­წი­ოთ“, - ამ­ბობს მღვდე­ლი.

მორ­წმუ­ნე­ე­ბი აპი­რე­ბენ, რომ მომ­დევ­ნო შვი­დი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ დღე ილო­ცონ ახალ ქალღმერ­თებ­ზე და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მათ წყა­ლო­ბას მი­ი­ღე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ინ­დო­ე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა. ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის 27,5 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, მათ შო­რის, 318 865 გარ­და­იც­ვა­ლა.

myquiz