27 წლის სტარტაპერმა ხელოვნური წამწამების გაყიდვით ათობით მილიონი დოლარი იშოვა | Allnews.Ge

27 წლის სტარტაპერმა ხელოვნური წამწამების გაყიდვით ათობით მილიონი დოლარი იშოვა

ორი წლის წინ, ენ მაკფერანი სოციალურ ქსელ Bumble BFF-ზე 11 გოგონას დაეკონტაქტა და მაკიაჟის გასაკეთებლად, შემდეგ სურათების გადასაღებად ლოს ანჯელესში მიიწვია. ბანგკოკელი გოგონა არ ეძებდა ახალ მეგობრებს, მას უბრალოდ სურდა მისი სტარტაპის - ხელოვნური, მაგნიტური წამწამების კომპანია Glamnetic-თვის უფასო მოდელები ეპოვა.

ახლა მისი პატარა კომპანია მთელ მსოფლიოში მაგნიტურ წამწამებსა და ხელოვნურ ფრჩხილებს ყიდის. გასულ წელს 27 წლის მაკფერანმა Glamnetic-ის წარმოებული 50 მლნ დოლარამდე პროდუქცია გაყიდა.

მაკფერანი შვიდი წლის იყო, როდესაც ტაილანდიდან კალიფორნიაში მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახს უნდოდა, რომ ის ექიმი გამოსულიყო. ენმა სამედიცინო განათლება UCLA– ში მიიღო. მაგნიტური წამწამების გაკეთების იდეა მაშინ მოუვიდა, როდესაც 24 წლის იყო. გაკვეთილები YouTube-დან, Coursera-დან და Udemy-დან მიიღო. გაეცნო მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს და სტარტაპიც აამუშავა.

2019 წლის აგვისტოდან ახალგაზრდა სტარტაპერმა გაყიდა 100 000-ზე მეტი პროდუქტი და გუნდი სრულ განაკვეთზე დასაქმებულ 70 თანამშრომლამდე გააფართოვა.

მისი მთავარი ნიშანია დაპატენტებული მაგნიტური ტექნოლოგია: მომხმარებლები იყენებენ Glamnetic-ის მაგნიტურ თვალის ლაინერს, რომელიც წებოს და პინცეტს არ საჭიროებს.

Glamnetic-მა რამდენიმე დღის წინ თანამშრომლობა თავის ყველაზე დიდ პარტნიორთან, Sanrio-სთან დაიწყო. Hello Kitty-ის მშობლიური კომპანია, Sanrio იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა მომხმარებელთა ბაზას გააფართოვებს.

Glametic– ის მომხმარებლები უმეტესად ახალგაზრდები არიან. Mintel- ის სილამაზის ანალიტიკოსის, ლორენ გოდსიტის თანახმად, აშშ-ში ხელოვნურ წამწამებს რეგულარულად 18-24 წლის ქალების დაახლოებით 33% ატარებს. მისი ვარაუდით, წამწამების ინდუსტრია 2024 წლისთვის 1,8 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.... წაიკითხეთ ვრცლად