როგორ ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეგობარი ქვეყნები | Allnews.Ge

როგორ ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეგობარი ქვეყნები

26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი გვი­ლო­ცა­ვენ და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­ში ფე­რებ­ში გა­ნათ­და.

ვილ­ნი­უს­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და ქა­ლა­ქის სამი ის­ტო­რი­უ­ლი ხიდი, ხოლო ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში ძვე­ლი მე­რი­ის შე­ნო­ბა (რა­ტუ­შა) და ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე შად­რე­ვა­ნი

vilniusi2-38615-1622015402.jpg

26 მა­ისს, თბი­ლი­სის დრო­ით 00:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და პო­ლო­ნეთ­ში ვროც­ლა­ვის სტა­დი­ო­ნი და შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი. პო­ლო­ნეთ­მა, პირ­ველ­მა მი­უ­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე. ამას­თა­ნა­ვე, 26-27 მა­ისს პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ანდჟეი დუდა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს და მო­ნა­წი­ლო­ე­ბას იღებს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

poloneti2-39133-1622015459.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და ბა­ქო­ში ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრი.

ksks-1622015308.png

21 მა­ი­სი­დან 30 მა­ი­სამ­დე ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბა გა­ნა­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი დრო­შის ფე­რებ­ში

niderlandebi-39300-1622015524.jpg

კა­ნა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ტო­რონ­ტოს მე­რი­ამ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აღ­მარ­თა.

kanada2-39416-1622015558.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, 26 მა­ისს, ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი კა­რი­ლი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და

avstralia1-39515-1622015600.jpg