"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები? | Allnews.Ge

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?

ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბე­ლა­რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­მა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო კი­დევ ერთხელ შე­აშ­ფო­თა. რო­გორც ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, ევ­რო­პის უკა­ნას­კნელ­მა დიქ­ტა­ტორ­მა, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ თვითმფრი­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით "გა­ი­ტა­ცა."

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ტა­სე­ვი­ჩი ათე­ნი­დან ვილ­ნი­უს­ში მიფ­რი­ნავ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბორტზე ბომ­ბი იყო, რის გა­მოც, თვითმფრი­ნა­ვი მინ­სკში ავა­რი­უ­ლად დას­ვეს. ბომ­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბე­ლა­რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი აცხა­დებს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს. ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მას "მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­რექ­ტუ­ლად და კა­ნო­ნი­ე­რად“ ექ­ცე­ვი­ან. ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ის თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და აძ­ლევს აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას მინ­სკში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ ჩა­ნა­წე­რის თა­ო­ბა­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მამა დი­მიტ­რი პრო­ტა­სე­ვი­ჩი აცხა­დებს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და რო­მანს მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის მო­წყო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან მას მსგავ­სი რამ არ ჩა­უ­დე­ნია. მისი თქმით, ის, რაც მის შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, "სრუ­ლი სი­გი­ჟეა".

"ეს არ არის მისი სი­ტყვე­ბი, ეს არ არის მისი მე­ტყვე­ლე­ბის ინ­ტო­ნა­ცია. ის ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს და ხე­დავთ, რომ ნერ­ვი­უ­ლობს. ვფიქ­რობ, ის აი­ძუ­ლეს", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი პრო­ტა­სე­ვიჩ­მა.

მისი თქმით, მის შვილს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხვი­რი გა­ტე­ხი­ლი აქვს და სახე პუდ­რით აქვს და­ფა­რუ­ლი.

roman2-40508-1621843261-1621934278.jpg

"ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი ვა­ჟით. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ის გა­უძ­ლებს ყვე­ლა­ფერს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას. მას ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა. ძა­ლი­ან გვე­ში­ნია ამის თქმის, მაგ­რამ მას სცე­მენ და აწა­მე­ბენ. ამ ყვე­ლაფ­რის გამო ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობთ. ვფიქ­რობ, რომ მომ­ხდა­რი იყო შუ­რის­ძი­ე­ბის აქტი, სხვე­ბის და­სა­მო­ძღვრად: ნა­ხეთ, რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია. რაც ხდე­ბა სრუ­ლი სი­გი­ჟეა", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის მა­მამ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბე­ლა­რუს­ში ასე­ვე და­ა­კა­ვეს ჟურ­ნა­ლის­ტის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა სო­ფია სა­პე­გა, რო­გორც მის­მა დე­დამ ანნა აუ­დიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, მან ჯერ კი­დევ არ იცის, რა ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნე­ბენ მის ქა­ლიშ­ვილს.

"ჩემ­მა ერ­თა­დერ­თმა გო­გო­ნამ მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა - "დედა" მომ­წე­რა "ვოთ­საპ­ში", მან წი­ნა­და­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ მო­ას­წრო, არ აცა­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც სო­ფია მიფ­რი­ნავ­და, აი­ძუ­ლეს და დას­ვეს მინ­სკში. არა­და, ისი­ნი და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ. სო­ფია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მივ­მარ­თეთ სა­კონ­სუ­ლოს, ამ­ბო­ბენ, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ რო­გორ? - ამას არა­ვინ ამ­ბობს. რას ვი­ზამთ, არ ვიცი, და­ვე­ლო­დე­ბით 72 სა­ა­თის გას­ვლას, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნე­ბენ ჩემს ქა­ლიშ­ვილს. ისი­ნი სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათ არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­დათ", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

ბი-ბი-სიმ ასე­ვე ჩა­წე­რა რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის ატი­რე­ბუ­ლი დედა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს.