"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე | Allnews.Ge

"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე

ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბე­ლა­რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­მა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო კი­დევ ერთხელ შე­აშ­ფო­თა. რო­გორც ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, ევ­რო­პის უკა­ნას­კნელ­მა დიქ­ტა­ტორ­მა, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ თვითმფრი­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით "გა­ი­ტა­ცა."

ამ­ბა­ვი ასე­თი იყო - პრო­ტა­სე­ვი­ჩი ათე­ნი­დან ვილ­ნი­უს­ში მიფ­რი­ნავ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბორტზე ბომ­ბი იყო, რის გა­მოც, თვითმფრი­ნა­ვი მინ­სკში ავა­რი­უ­ლად დას­ვეს. ბომ­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს.

roman2-40508-1621843261.jpg

ვინ არის პრო­ტა­სე­ვი­ჩი?

რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი 26 წლის ბე­ლა­რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტია. გა­სულ წელს ის "ტე­ლეგ­რა­მის" აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ­ხის, Nexta-ს რე­დაქ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც ერთ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

არხი ღიად კრი­ტი­კუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს მი­მართ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა 2020 წელს ლუ­კა­შენ­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მას­შტა­ბურ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ში. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, Nexta ას­რუ­ლებ­და დიდ როლს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მხი­ლე­ბა­ში.

roman1-40530-1621843337.jpg

სწო­რედ ამ არ­ხმა გა­უშ­ვა კად­რე­ბი, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ დე­მონ­სტან­ტე­ბის სას­ტი­კად დარ­ბე­ვა, ეს კად­რე­ბი კი შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა და მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა ის, თუ რა ხდე­ბო­და ბე­ლა­რუს­ში, მა­შინ როცა უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს არ ეძ­ლე­ო­დათ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­შუ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პრო­ტა­სე­ვიჩ­მა Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბე­ლა­რუ­სი სა­მარ­თალ­დამ­ცვლე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი სია ტე­რო­რის­ტე­ბი­სა, სა­დაც მისი სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და და ასე­ვე ნათ­ქვა­მი იყო, რომ მას ბრა­ლი ედე­ბო­და მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში. ჟურ­ნა­ლის­ტი წერ­და, რომ ის შე­საძ­ლოა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და თვლი­და, რომ ეს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი იყო.

ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა

პრო­ტა­სე­ვი­ჩი 2019 წელს ბე­ლა­რუ­სი­დან პო­ლო­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის გამო გა­და­ვი­და, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მის ოჯახს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მა­ლე­ვე მშობ­ლე­ბიც წა­იყ­ვა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ცხოვ­რებ­ლად ლი­ე­ტუ­ვის დე­და­ქა­ლაქ ვილ­ნი­უს­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ასე­ვე ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს ბე­ლა­რუ­სის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, სვეტ­ლა­ნა ცი­ხა­ნოვ­სკა­ია.

ამ­ჟა­მად პრო­ტა­სე­ვი­ჩი არის ბე­ლა­რუ­სის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მის, სა­ხე­ლად Belarus of the Brain-ის რე­დაქ­ტო­რი. ეს არ­ხიც "ტე­ლეგ­რამ­ზეა.“

roman3-40560-1621843405.jpeg

"მე სიკ­ვდი­ლით დამ­სჯი­ან"

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი სა­ბერ­ძნე­თი­დან ლი­ე­ტუ­ვა­ში ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც მისი თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად მინ­სკში და­ეშ­ვა. ავი­ა­რე­ი­სის ერთ-ერთი მგზავ­რი კი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, რომ რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რომ თვითმფრი­ნა­ვი მის გამო დას­ვეს, მას თავი ხე­ლებ­ში ჰქონ­და და შემ­დეგ კი მგზავ­რებს უთხრა, რომ ბე­ლა­რუს­ში მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯიდ­ნენ.

"თვითმფრი­ნა­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ერ­თმა ბიჭ­მა [პრო­ტა­სე­ვიჩ­მა] პა­ნი­კა და­ი­წყო. ჩვენ მას ვკი­თხეთ, რა ხდე­ბო­და, მან გვი­თხრა ვინ იყო და და­ა­მა­ტა: ”აქ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მე­ლო­დე­ბა. ის კან­კა­ლებ­და,“- ამ­ბობს ერთ-ერთი მგზავ­რი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა

შშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მკაც­რად გმობს ათე­ნი-ვილ­ნი­უ­სის რე­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლი­სა და ჟურ­ნა­ლისტ რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­პა­ტიმ­რე­ბის ფაქტს. "აშშ მკაც­რად გმობს ევ­რო­კავ­ში­რის ორ წევრ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის იძუ­ლე­ბით შეც­ვლის ფაქტს და რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­პა­ტიმ­რე­ბას. ჩვენ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვთ,“ - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

მისი თქმით, სა­ჭი­როა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ძი­ე­ბა.

"ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის მიერ ჩა­დე­ნილ­მა ამ შო­კის­მომ­გვრელ­მა ქმე­დე­ბამ საფრ­თხე შე­უქ­მნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შო­რის აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ინ­ფორ­მა­ცია ბე­ლა­რუ­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ბე­ლა­რუ­სის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და მო­ი­თხოვს სრულ გა­მო­ძი­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში."ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ვილ­ნი­უ­სის რე­ი­სის ბე­ლა­რუს­ში იძუ­ლე­ბით დას­მა­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­კა­ვე­ბას. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ხი­ფა­თო ინ­ცი­დენ­ტია", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ წერს.

მისი თქმით, მომ­ხდა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბას სა­ჭი­რო­ებს. "ინ­ცი­დენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ბე­ლა­რუს­მა ეკი­პა­ჟი­სა და ყვე­ლა მგზავ­რის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს,“- წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი.