მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია- რა ხდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ვულკანი ნიირაგონგო გააქტიურდა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ გომასთან ახლოს ვულკანი ნიირაგონგო გააქტიურმდა. ვულკანის ამოფრქვევის გამო კონგოს ხელისუფლებამ ქალაქიდან ათასობით ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ გომაში, რომელიც ვულკანიდან 10 კილომენტრში მდებარეობს, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვულკანის გააქტიურების შემდეგ ქალაქი ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა.
ბოლო მონაცემებით, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ქალაქ გომას აეროპორტამდე მიაღწია. ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წელს ამოფიფრქვა, რასაც 250 ადამიანი ემსხვერპლა, 120 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.