როგორ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა შეზღუდვების შემსუბუქება | Allnews.Ge

როგორ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა შეზღუდვების შემსუბუქება

პა­რიზ­ში გუ­შინ "დი­დე­ბუ­ლი დღე“ იყო. ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ღია კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბის ტე­რა­სე­ბი გა­იხ­სნა და პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი მი­ი­ღეს. საფ­რან­გე­თი თან­და­თან ძველ ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი საყ­ვა­რელ კა­ფე­ებს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეს­ტუმრნენ და მათ შო­რის იყო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნიც.

მაკ­რო­ნი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრთან ერ­თად პა­რი­ზის ერთ-ერთ გარე კა­ფე­ში ყა­ვის და­სა­ლე­ვად მი­ვი­და და ასე აღ­ნიშ­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლობ­რივ შემ­სუ­ბუ­ქე­ბა.

მე­დი­ამ კი გა­ავ­რცე­ლა ფოტო და ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ სა­უბ­რო­ბენ პრე­მი­ე­რი ჟან კას­ტექ­სი და მაკ­რო­ნი.

საფ­რან­გეთ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შე­ე­ხო "კო­მენ­დან­ტის სა­ათ­საც“. აქამ­დე ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი სა­ღა­მოს 7:00 სა­ა­თი­დან იწყე­ბო­და და ახლა 9:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ი­წია. ეს არის შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და თუკი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­საც გეგ­მავს.

ცნო­ბის­თვის, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, საფ­რან­გე­თი ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა და ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე იქ ინ­ფი­ცი­რე­ბის 5.9 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, კო­ვიდს საფ­რან­გეთ­ში 108 181 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.გაზიარება