მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა 2021 წლის ულამაზესი ქალის ტიტული | Allnews.Ge

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა 2021 წლის ულამაზესი ქალის ტიტული

„მექსიკა, ეს შენთვისაა“ - ამ წერწერით გამოაქვეყნა 26 წლის ანდრეა მეზამ ვიდეო მას შემდეგ, რაც „მის სამყაროს“ ტიტული მოირგო. კონკურსი ჰოლივუდში, სასტუმრო Seminole Hard Rock Hotel-ში ჩატარდა. მისი წამყვანები 2012 წლის „მის მსოფლიო“ ოლივია კუპლო და მსახიობი მარიო ლოპეზი იყვნენ.

მექსიკელ ანდრეა მეზას 73 ქალი უწევდა კონკურენციას, მათ შორის კი იყვნენ „მის ბრაზილია“ ჯულია გამა და „მის პერუ“ ჯანიკ მაკეტა. ორივე მათგანმა მეორე ადგილი დაიკავა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ 73 საოცარ ქალს შორის მე ამარჩიეს. „მის სამყაროს“ გვირგვინის ტარება ჩემი ოცნება იყო და იმედი მაქვს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში შევძლებ, ვიმუშაო თანასწორობის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - თქვა მეზამ „მის სამყაროს“ ახალი ამბების გამოცემასთან საუბრისას.

andrea11-1621313458.jpg

კონკურსის ბოლოს მეზამ სილამაზის სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამყაროს განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა სტერეოტიპებიც იმსხვრევა: „დღეს სილამაზედ მხოლოდ ის კი არ ითვლება, თუ როგორ გამოვიყურებით, არამედ ისიც, თუ რას ასხივებს ჩვენი შინაგანი სამყარო და როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს საკუთარ თავს. არავის მისცეთ უფლება, გითხრათ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი არ ხართ!“ - თქვა მეზამ.

mezza-1621313500.jpg

„მის სამყაროს“ ახალი ამბების გამოცემის თანახმად, ანდრეა მეზა ქალაქ ჩიხუახუადანაა. ის მოდელი და ვიზაჟისტია და, ასევე, განათლება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით აქვს მიღებული. მეზა აქტიურადაა ჩართული სამოქალქო აქტივიზმში და გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის.პირველი შემთხვევა, როცა „მის სამყაროს“ ტიტული შაკვანიანმა ქალმა მოირგო, 2019 წელს დაფიქსირდა და მისი მფლობელი სამხრეთაფრიკელი ზოზიბინი ტუნზი გახდა. „რა საოცარი მომენტია! მზად ვარ ამ მოგზაურობისთვის“ - წერს ანდრეა მეზა „ინსტაგრამზე“. როგორც ცნობილია, ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში გადავა საცხოვრებლად და აქტიურად იმუშავებს სხვადახვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „მის სამყაროს“ სახელით.

myquiz