ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები - როგორ იყოფენ მილიარდერები ქონებას? | Allnews.Ge

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები - როგორ იყოფენ მილიარდერები ქონებას?

27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ბილ და მელინდა გეითსმა განქორწინება გადაწყვიტეს. Forbes -ის მიხედვით, ბილ გეიტსი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონება 130.5 მილიარდი დოლარს შეადგენს. წყვილი მსოფლიოს ერთ – ერთი უდიდესი საქველმოქმედო ფონდის თანათავმჯდომარეები არიან. სხვადასხვა ორგანიზაციების საერთო მართვის გამო, მსოფლიოს ყურადღებაში მათი ქონების გაყოფის საკითხი მოექცა. წყვილმა განაცხადა, რომ ქონების გაყოფის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, მაგრამ დეტალები ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბილ და მელინდა გეითსის განქორწინებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ისინი არ არიან პირველები, რომლებიც ერთმანეთს „ხმაურიანად“ დაშორდნენ.

გთავაზობთ ყველაზე სკანდალურ განქორწინებებს, სადაც მეუღლეებმა მილიარდობით დოლარი გაიყვეს.

როი ე და პატრისია დისნეი: 600 მილიონი დოლარი

უოლტ დისნეის ძმისშვილი როი დისნეი, 2007 წელს, როდესაც მეუღლემ პატრიცია ენ დალიმ მასთან განქორწინება გადაწყვიტა, დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარს ფლობდა.

52 წლიანი ტანაცხოვრების შემდეგ, ასაკოვანმა წყვილმა განქორწინება ოფიციალურად დაადასტურეს და ქონებაც თანაბარ ნაწილად გაიყო.

იქამდე Forbes 400 – ში როგორც ამერიკის ერთ – ერთი უმდიდრესი ადამიანი, როი ხშირად ირიცხებოდა, მაგრამ დისნეის მემკვიდრემ განქორწინების შედეგად თავისი ქონების ნახევარი დაკარგა. ერთი წლის შემდეგ იგი დაქორწინდა დისნეის სცენარისტზე, ლესლი დემეუსზე, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.

ჰაროლდ ჰამი და სუ ენ არნალი: 975 მილიონი დოლარი

ნავთობის მაგნატის, ჰაროლდ ჰამის განქორწინება ყოფილ მეუღლესთან, ადვოკატთან და ეკონომისტთან სუ ენ არნალთან, რთული საქმე იყო.

სამწლიანი დავა საბოლოოდ 2015 წელს დასრულდა. ჰამმა მეუღლეს 975 მლნ აშშ დოლარი გადასცა. თუმცა, ჩეკის გამოწერის შემდეგ არნალმა მიღებული გადაწყვეტილება გადაიფიქრა და გაასაჩივრა. თუმცა ოკლაჰომას უზენაესმა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სტივ და ელენ ვინი: 850 მილიონი დოლარი

Wynn Resorts- ის კაზინოს იმპერიის შემქმელმა წყვილმა სტივ და ელენ ვინებმა გაქორწინება ორჯერ შეძლეს. პირველად ისინი 1986 წელს განქორწინდნენ, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ კვლავ იქორწინეს. მეორედ იგივე გადაწყვეტილება 2010 წელს მიიღეს.

ელაინი 2002 წლიდან Wynn Resorts- ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და კომპანიის 11-მილიონიან წილს ფლობდა. მეორე განქორწინებისას დაახლოებით 795 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ელაინი, მეტსახელად "ლას – ვეგასის დედოფალი", ამჟამად კომპანიის უმსხვილესი აქციონერია, რომლის ქონების კაპიტალი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხოლო სტივის ქონება Forbes– ის მონაცემებით, 3,2 მილიარდი დოლარია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz