"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე? | Allnews.Ge

"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?

ღა­ზის სექ­ტორ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბას აღა­რა­ფე­რი უკ­ლია. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა საკ­მა­რი­სი აღარ არის და ის­რა­ე­ლი მზა­დაა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ღა­ზას სექ­ტორ­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყოს. სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის რე­ჟი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი იე­რუ­სა­ლი­მი სა­ზღვრებს აძ­ლი­ე­რებს და იქ და­მა­ტე­ბით რე­ზერ­ვის­ტებს ან­თავ­სებს. მოვ­ლე­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ის­რა­ე­ლი მზა­დაა, მა­ნამ­დე კი სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბის გარ­და, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ "ჰა­მა­სის“ (პა­ლეს­ტი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა) პო­ზი­ცი­ებ­ზე წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი მი­ი­ტა­ნა - მათ შო­რის "ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის შე­ნო­ბა­ზე, სამ­ხედ­რო ქსელ­სა და ია­რა­ღის სა­წყობ­ზე. პო­ზი­ცი­ებს არ თმობს "ჰა­მა­სიც“ და აცხა­დებს, რომ იე­რუ­სა­ლიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკან არა­ფერ­ზე და­ი­ხევს. ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა მე­სა­მე ინ­ტი­ფა­დად შე­ფას­და. ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, კონ­ფლიქტმა მთე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი მო­იც­ვას.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ბად­რი ნა­ჭყე­ბია ambebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსოფ­ლიო და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ეც­დე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­როს ეს კონ­ფლიქ­ტი, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რა­საც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა და არა მარ­ტო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

- ამ კონ­ფლიქტს მი­ე­ცა სა­ხელ­წო­დე­ბა - მე­სა­მე ინ­ტი­ფა­და, ანუ მას­შტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­თან. პირ­ვე­ლი ინ­ტი­ფა­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 1987-დან სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ჰქონ­და სხვა­ნა­ი­რი ფორ­მა, "ჰა­მა­სი“ ჯერ ძლი­ე­რი არ იყო და ყვე­ლა­ფერს ია­სირ არა­ფა­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამის შემ­დეგ იყო მე­ო­რე ინ­ტი­ფა­და 2014 წელს. ის­რა­ე­ლის ცა­ხალ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამ ოპე­რა­ცი­ას კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა - "კედ­ლე­ბის მცვე­ლი“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი - ებ­რა­ე­ლებს, რომ ის­რა­ე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და არა­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დე­პორ­ტა­ცი­ას იე­რუ­სა­ლი­მი­დან (იქ იყო შეყ­ვა­ნი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი). ამას გარ­და, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩა­ტარ­და მორ­წმუ­ნე რა­დი­კა­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის მარ­ში მე­ჩეთ ალ-აქ­სა­ზე, რო­მე­ლიც მუს­ლი­მე­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი სიწ­მინ­დეა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეს არის ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის წმინ­და ად­გი­ლი - ალ-აქ­სას ქვე­მოთ არის ე.წ. გო­დე­ბის კე­დე­ლი. ალაქ­სას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი წმინ­და სო­ლო­მო­ნის ტაძ­რის აშე­ნე­ბას გულ­მხურ­ვა­ლედ მო­ე­ლი­ან მორ­წმუ­ნე ებ­რა­ე­ლე­ბი. მუ­სულ­მა­ნე­ბის წმინ­და ად­გილ­ზე, იქ, სა­დაც ალ-აქ­სას მე­ჩე­თია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­გოს ტა­ძა­რი - ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

badrinachkebia-52115-1620990900.jpg

ვხე­დავთ პა­ლეს­ტი­ნა-ის­რა­ე­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. ერთხელ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არი­ელ შა­რონ­მაც სცა­და ასუ­ლი­ყო ტაძ­რე­ბის მთა­ზე, რა­საც არა­ბე­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ჩვენ არ ვი­ცით, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს ინ­ტი­ფა­და, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, ღა­ზის სექ­ტო­რი ყო­ფი­ლა ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი, ყვე­ლა ექ­სპერ­ტი ამას ლა­პა­რა­კობს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ათა­სო­ბით რა­კე­ტას უშ­ვე­ბენ ის­რა­ე­ლის­კენ და ამის გარ­და, ჩარ­თუ­ლია მარ­თვა­დი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბიც.

ით­ქვა, რომ ის­რა­ე­ლის არ­მია სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, პრო­ცე­სე­ბის რო­გორ გან­ვი­თა­რე­ბას ელით?

- სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ჯერ­ჯე­რო­ბით ლო­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა. რო­გორც იცით, ის­რა­ე­ლი ახლა, პირ­ველ რიგ­ში, იყე­ნებს ავი­ა­ცი­ას, არ­ტი­ლე­რი­ას, უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვებს.. ამას­თან ერ­თად, სპეც­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ჩა­ტარ­და ლო­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი და გა­ნად­გურ­დნენ უშუ­ა­ლოდ "ბო­ე­ვი­კე­ბი“, რომ­ლე­ბიც აპი­რებ­დნენ მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ანუ ისი­ნი გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე გა­ნე­იტ­რალ­დნენ. ეს ჯგუ­ფე­ბი იყე­ნებ­დნენ არა კლა­სი­კურ თვით­ნა­კეთ რა­კე­ტებს, რომ­ლე­ბიც ღა­ზას სექ­ტორ­ში იწყო­ბა, არა­მედ მარ­თვად ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რა­ღაც ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას - შე­იძ­ლე­ბა ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში შე­იჭ­რას, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით მას ეს არ სჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან წარ­მა­ტე­ბით მი­დის სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცია. არა­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით,“ჰა­მა­სის“ პო­ლიტ­ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლია ის­მა­ილ ხა­ნია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ქა­ლაქ შა­დი­ში, ღა­ზის სექ­ტორ­ში.

149886fc8db9b7f3dde371a35cbef32f-52149-1620990975.jpeg

ის არ არის ის­რა­ელ­ში და ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს­დღე­ო­ბით ყა­ტარ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მისი სახ­ლი ქა­ლაქ შა­დი­ში მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და ასე­ვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია "ჰა­მა­სის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის - სა­მა­რას სახ­ლიც და მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­ზე დღეს ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს. პრაქ­ტი­კუ­ლად, ის­რა­ე­ლი და მისი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მძლავრ ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz